-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი TRIPP-ის საკითხზე ლაშა ხუციშვილს შეხვდა

აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში ალან პერსელი „ქართული ოცნების“ მთავრობის ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილს შეხვდა.
საელჩოს ინფორმაციით, ელჩი ხუციშვილს შეხვდა, „რათა განეხილა, სხვა საკითხებთან ერთად, ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობები, საქართველოს ეკონომიკური განვითარება, -ის სანქციები ს წინააღმდეგ და როგორ შეუძლია საქართველოს მხარი დაუჭიროს „ტრამპის მარშრუტს საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის (TRIPP)“.
ფინანსთა სამინისტროს ცნობით, ხუციშვილმა ამერიკელ დიპლომატს გააცნო ქვეყნის ეკონომიკური ვითარება და საშუალოვადიანი პროგნოზები; საუბარი შეეხო ცოტა ხნის წინ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის, ჯონათან ასკონასის ვიზიტს საქართველოში და ხაზი გაესვა საბაჟო დეპარტამენტის ეფექტურ მუშაობას და მხარეებს შორის თანამშრომლობას საქართველოს საბაჟო კონტროლის გამოცდილების გაზიარების კუთხით. ასევე, საუბარი შეეხო საერთაშორისო სანქციების ეფექტური აღსრულების მექანიზმებს საქართველოში და აღინიშნა ამ მხრივ საბაჟო დეპარტამენტის მიერ გაწეული ძალისხმევა.
უწყების ცნობით, მხარეებმა, ასევე, ისაუბრეს რეგიონში გამავალი სატრანზიტო დერეფნების, მათ შორის, TRIPP პროექტისა და საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის საკითხებზე და საქართველოს როლზე ამ პროცესში, ასევე თანამშრომლობის შემდგომ ნაბიჯებზე შეთანხმდნენ.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას საქართველოს სტუმრობდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი (უფროსი მრჩეველი) ჯონათან ასკონასი. ვიზიტის გაცხადებული მიზანი იყო იმის განხილვა, თუ როგორ შეძლებს საქართველო „ტრამპის მარშრუტის საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის“ (TRIPP) მხარდაჭერას. ეს სატრანსპორტო მარშრუტი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, შეერთებული შტატების შუამავლობით, 8 აგვისტოს გამართული სამშვიდობო სამიტის შედეგია.