FIFA-მ დაადასტურა, რომ 2026 წლის მსოფლიო თასის წილისყრის პროცედურაში მნიშვნელოვანი ცვლილებაა, რომელიც “უიმბლდონის” ჩოგბურთის ტურნირზე გამოყენებული განთესვის მსგავს სისტემას იყენებს
ეს ახალი სისტემა, რომელიც უკვე გამოცადეს კლუბების მსოფლიო თასზე, უზრუნველყოფს, რომ ოთხი ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე გუნდი ტურნირის ბადის საპირისპირო მხარეს განთავსდეს, რადგან დიდ გუნდებს ფინალში ან სულ მცირე ნახევარფინალში, გასვლის საუკეთესო შანსი მიეცეთ.
ახალი წესის თანახმად, ორი ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე გუნდი (ესპანეთი და არგენტინა) შემთხვევითობის პრინციპით განთავსდება საპირისპირო მხარეს და იგივე პრინციპი გავრცელდება მესამე და მეოთხე რეიტინგის მქონე გუნდებზე (საფრანგეთი და ინგლისი).
“ეს უზრუნველყოფს, რომ თუ ისინი თავიანთ ჯგუფებში გაიმარჯვებენ, ორი ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე გუნდი ფინალში არ შეხვდება ერთმანეთს”, – ნათქვამია ფიფას განცხადებაში.
ახალი მეთოდის მიზანია გუნდების ყველაზე დაბალანსებული განაწილების შექმნა და იმის ალბათობის გაზრდა, რომ უძლიერესი გუნდები შეჯიბრების შემდგომ ეტაპებზე შეხვდებიან ერთმანეთს, როგორც ეს ხშირად ხდება ჩოგბურთში, სადაც განთესვის სისტემა უზრუნველყოფს ფინალს საუკეთესო მოთამაშეებს შორის.
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის წილისყრა 5 დეკემბერს გაიმართება, ხოლო მატჩების სრული განრიგი და სტადიონები მომდევნო დღეს გამოცხადდება.
სეზონი ნაადრევად დაასრულა და “სანტოსსაც” ემშვიდობება? – ნეიმარის მომავალი ჯერ გაურკვეველია
ისტორიაში ყველაზე პატარა მოსახლეობის გუნდი მუნდიალზე – კურასაო მსოფლიო ჩემპიონატზე გავიდა
გულშემატკივრები შოკში არიან – 2026 წლის მუნდიალზე FIFA-ს მიერ ბილეთებზე დაწესებულმა ფასებმა ყველა გააოგნა
5 ახალი ტენდენცია 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე
მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პლეი-ოფის წილისყრის შედეგები ცნობილია
[VIDEO] შმეიხელს მოედნის ცენტრიდან გაუტანეს – შოტლანდიის ნაკრები 27 წლის შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატზე პირველად ითამაშებს!
მესის სახლთან ათასობით არგენტინელი გულშემატკივარი დახვდა [VIDEO]




