სტაბილური ბიზნეს რეგულაციებით საქართველოს მთავრობა მსოფლიო რეიტინგში 7 ადგილით დაწინაურდა და ევროპის საუკეთესო შვიდეულშია

სტაბილური ბიზნეს რეგულაციებით საქართველოს მთავრობა მსოფლიო რეიტინგში 7 ადგილით დაწინაურდა და ევროპის საუკეთესო შვიდეულშია
ჩენდლერის ინსტიტუტი კარგი მთავრობის 2025 წლის ანგარიშის ფარგლებში, სტაბილური ბიზნეს რეგულაციების რეიტინგს აქვეყნებს.
რეიტინგი ეფუძნება მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალურ გამოკითხვას თემაზე: რამდენად უზრუნველყოფს მთავრობა ბიზნესის კეთებისთვის სტაბილურ პოლიტიკურ გარემოს.
გლობალურ გამოკვლევაში საქართველოს მთავრობამ მაღალი შეფასება მიღო, მსოფლიოს რეიტინგში 7 ადგილით დაწინაურდა, მსოფლიოს საუკეთესო ოცეულში მე-15 პოზიციაზე მოხვდა და ევროპის საუკეთესო შვიდეულში გამწესდა.
საქართველო უსწრებს დიდი შვიდეულის 6 ქვეყანას, OCED-ის, ევროკავშირის, შენგენის ზონის და ნატოს წევრ 33 სახელმწიფოს. ეს ქვეყნებია: დიდი ბრიტანეთი, იაპონია, გერმანია, კანადა, საფრანგეთი, იტალია, შვედეთი, ესპანეთი, პორტუგალია, ბელგია, ნიდერლანდები, ისლანდია, ავსტრია, ჩეხეთი, , პოლონეთი, სლოვენია, ხორვატია, , ლატვია, ლიეტუვა, საბერძნეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, მალტა, კვიპროსი, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, თურქეთი, , ახალი ზელანდია, ავსტრალია, სამხრეთ კორეა.
ევროპის საუკეთესო შვიდეული ასე ჩამოყალიბდა: შვეიცარია, ლუქსემბურგი, ფინეთი, , ირლანდია, ნორვეგია, და საქართველო.

ასევე დაგაინტერესებთ

უსამშობლო მოღალატეები დაუფარავად ნატრობენ საქართველოში ირანის მოვლენებს. საქვეყნოდ გაცხადებულ უცხოეთის მიერ დაქირავებულ ავაზაკებს სულმოუთქმელად სურთ საქართველოს და მისი მოსახლეობის აღგვა პირისაგან მიწისა

ALDE სულ უფრო მეტად ჰგავს დახურულ პოლიტიკურ კლუბს, სადაც მთავარი ღირებულება ხალხის არჩევანი კი არა, არამედ საკუთარი იდეოლოგიის და პარტიული ქსელის დაცვაა. მათი ჩარევა სხვა ქვეყნების შიდა პროცესებში იშვიათად ემსახურება მოქალაქეთა ინტერესებს