“ევროპული მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილება პირდაპირ პასუხს სცემს ყველა იმ უგუნური თუ მავნებელი პროპაგანდისტის ირონიულ კითხვას – “აა, ქართველი კაცების გათხოვებას გვიპირებენ?” დიახ, ეს სასამართლო გადაწყვეტილება გვეუბნება, რომ იმის მიუხედავად, რომ ქართველმა ხალხმა რეფერენდუმივით არჩევანი გააკეთა, რომ ოჯახური ღირებულებები ჩვენთვის არის ქალსა და კაცს შორის ურთიერთობა, ოჯახი არის ქალი და კაცი და ბავშვებიც უნდა დავიცვათ ლგბტ პროპაგანდისგან. თურმე ეს ეროვნული კანონმდებლობა, რომელიც შევასრულეთ ქართველი ხალხის დაკვეთით არაფერია, თუ რომელიმე სხვა ქვეყანაში, მაგალითად გერმანიაში ერთნაირსქესიანთა ქორწინებას დააკანონებენ და თურმე გვაიძულებენ, როგორც აღმოჩნდა პოლონეთის შემთხვევაში, წევრ სახელმწიფოს დაავალდებულეს რომ გაითვალისწინოს სხვა წევრი სახელმწიფოს ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილება. ანუ პოლონეთსაც სავალდებულოდ შესასრულებელი აქვს, რომ ერთნაირსქესიანთა ქორწინება აღიაროს და არაფრად ჩააგდოს საკუთარი ხალხის დაკვეთა. […]
ჩვენ თავის დროზე განვჭვრიტეთ, რომ ეს იქნებოდა საბოლოო შედეგი. […] ამ ყველაფერს როდესაც ხედავ, ძალიან კარგად ათვიცნობიერებ, რომ იმ უგუნურების დასმული კითხვა “კაცების გათხოვებას გვიპირებენ?” დიახ. პირდაპირ გვეუბნებიან რომ ეს უნდა იყოს გარკვეული ნორმა”. – თქვა ივანიშვილის წარმომადგენელმა, ნინო წილოსანმა TV იმედის ეთერში.
ცნობისთვის, ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ 25 ნოემბერს გამოაქვეყნა გადაწყვეტილება, რომელშიც ნათქვამია, რომ ბლოკის წევრმა ქვეყნებმა სამართლებრივად უნდა აღიარონ ერთნაირსქესიანთა წყვილის ქორწინება, რომელიც სხვა წევრ ქვეყანაში სამართლებრივად გაფორმდა. საქმე ეხება პოლონეთის ორ მოქალაქეს, რომლებმაც გერმანიაში იქორწინეს. მართლმსაჯულების ევროპული სასამართლოს დასკვნაში აღნიშნულია, რომ EU წევრ ქვეყნებს ერთნაირსქესიანთა ქორწინების მიღებას არ მოითხოვს.
ინფორმაცია, რომ ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა სამართლებრივად უნდა აღიარონ ერთნაირსქესიანთა წყვილის ქორწინება, უკონტექსტოდ და დამატებითი დეტალების გარეშე გაავრცელა სამთავრობო ტელევიზია იმედმა




