გაიაფებული ნავთობის ფასებისა და უფრო მყარი რუბლის გამო, რუსეთში ნავთობიდან და ბუნებრივი აირიდან მიღებული სახელმწიფო შემოსავალი შესაძლოა, წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით მიმდინარე წლის ნოემბრის თვეში 35%-ით დაეცეს და 520 მილიარდი რუბლი ($6.59 მილიარდი) შეადგინოს, – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Reuters-ი ავრცელებს.
ნავთობისა და ბუნებრივი აირის გაყიდვიდან მიღებული შემოსავლები რუსეთის მთავრობისთვის თანხის მნიშვნელოვანი წყაროა და მასზე ფედერალური ბიუჯეტის მთლიანი რაოდენობის მეოთხედი მოდის.
Reuters-ის ცნობით, შემოსავლები, რომელიც ბიუჯეტში მოგებაზე დაწესებული გადასახადიდან შედის, ოქტომბერთან შედარებით ასევე 7.4%-ით მცირდება.
ცნობისთვის, წლის პირველ 11 თვეში რუსული ნავთობიდან და გაზიდან მიღებული შემოსავლები 22%-ით შემცირდა და 8 ტრილიონი რუბლი შეადგინა.




