რუმინეთში რუსული დრონი იპოვეს

რუმინეთში რუსული დრონი იპოვეს, რომელიც ქვეყანაში სავარაუდოდ 25 ნოემბერს დღის დასაწყისში შეიჭრა. ამის შესახებ რუმინეთის თავდაცვის მინისტრმა, იონუტ მოშტეანუმ განაცხადა.
მოშტეანუს თქმით, რუსული დრონი ვასლუის ოლქში აღმოაჩინეს (მოლდოვის საზღვართან) და სავარაუდოდ იგივე დრონია, რომელიც რუმინეთის საჰაერო სივრცეში 25 ნოემბერს დილით შეიჭრა და რადარების მიერ იქნა შემჩნეული.
ამავე ინფორმაციით, დრონს საბრძოლო ნაწილი არ ჰქონდა და მიუხედავად იმისა, რომ მისი ჩამოგდების ნებართვა ჰქონდათ, შესაძლო ზიანის ასარიდებლად რუმინელმა და გერმანელმა პილოტებმა, მას არ ესროლეს.
თავდაცვის მინისტრმა რუსული დრონის შესახებ ამბავი გაიგო, როდესაც მიხაილ კოგელნიჩეანუს ავიაბაზაზე იმყოფებოდა, სადაც ამერიკელ სამხედროებთან ერთად მადლიერების დღე უნდა აღენიშნა.
“ეს ზეიმის დღე უნდა ყოფილიყო. ზეიმის დღე არ არის. რუსული დრონის მორიგი შემოჭრა, რუმინეთისთვის რუსეთის მხრიდან ახალი გამოწვევა გვაქვს. დრონის, რომლის ჩამოგდებასაც რუმინული არმია და გერმანული Eurofighter [საბრძოლო თვითმფრინავები] ცდილობდნენ,” – განაცხადა მოშტეანუმ.
მინისტრის თქმით, მან სულ ცოტა ხნის წინ გაიგო რუსული დრონის შესახებ და მხოლოდ წინასწარი ინფორმაცია გააჩნია, რომ დრონი ვალსუის ოლქში ჩამოვარდა და მას საბრძოლო ნაწილი არ გააჩნდა. მოშტეანუმ აღნიშნა, რომ შემდგომი ნაბიჯების კოორდინაციისთვის ის ვადაზე ადრე ბრუნდება ბუქარესტში.

ასევე დაგაინტერესებთ

კალაძე – საზღვარგარეთიდან ძალებმა პროპაგანდისტული კამპანია დაიწყეს ჩვენი ერისა და ინტერესების წინააღმდეგ, თითქოს ქართველები ცუდად ეპყრობიან გარკვეული ეროვნების ტურისტებს, ეს სრული ტყუილია

მიხეილ სააკაშვილი – ტყუილია, რომ ბენზინი აფხაზეთში გადის, სინამდვილეში გადადის რუსეთის სამხრეთ რეგიონებში, რომელთაც უკრაინული დარტყმების შედეგად, დეფიციტი აქვთ, ამიტომ გახდა საქართველოში ბენზინი 4 ლარი – ასე იცის რუსეთის ეკონომიკურ ვასალად ქცევამ