მოლდოვის საგარეო უწყებამ, ქვეყნის საჰაერო სივრცეში დრონის შეჭრის გამო, რუსეთის ელჩი დაიბარა

რუსეთის ელჩი, რუსული დრონების მიერ მოლდოვას საჰაერო სივრცის დარღვევის შემდეგ, მოლდოვას საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.
მოლდოვას საგარეო უწყების განცხადებაშია აღნიშნულია, რომ მკაცრად გმობენ რუსული დრონების მიერ ქვეყნის საჰაერო სივრცის დარღვევას.
„ამ მოვლენებთან დაკავშირებით, რუსეთის ელჩი ხვალ საგარეო საქმეთა სამინისტროშია დაბარებული ამ მიუღებელ ქმედებებზე ახსნა-განმარტების მისაცემად“, – ნათქვამია მოლდოვას საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ცნობისთვის, დღეს უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის მასშტაბური კომბინირებული თავდასხმის დროს დრონები რუმინეთისა და მოლდოვას საჰაერო სივრცეში შეიჭრნენ. მოლდოვას თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მათ საჰაერო სივრცეში მტრის ექვსი დრონი აღმოაჩინეს, რომელთაგან ერთი შენობას შეეჯახა.

ასევე დაგაინტერესებთ

კალაძე – საზღვარგარეთიდან ძალებმა პროპაგანდისტული კამპანია დაიწყეს ჩვენი ერისა და ინტერესების წინააღმდეგ, თითქოს ქართველები ცუდად ეპყრობიან გარკვეული ეროვნების ტურისტებს, ეს სრული ტყუილია

მიხეილ სააკაშვილი – ტყუილია, რომ ბენზინი აფხაზეთში გადის, სინამდვილეში გადადის რუსეთის სამხრეთ რეგიონებში, რომელთაც უკრაინული დარტყმების შედეგად, დეფიციტი აქვთ, ამიტომ გახდა საქართველოში ბენზინი 4 ლარი – ასე იცის რუსეთის ეკონომიკურ ვასალად ქცევამ