უკრაინაზე რუსეთის მასირებული შეტევისას დრონებმა მოლდოვის საჰაერო სივრცეშიც შეაღწიეს

უკრაინაზე რუსეთის მასირებული შეტევის დროს ექვსმა უპილოტო საფრენმა აპარატმა მოლდოვის საჰაერო სივრცეშიც შეაღწია. ამის შესახებ დღეს, 25 ნოემბერს განაცხადა მოლდოვის თავდაცვის სამინისტრომ.
ერთი დრონი, რომელზეც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის სიმბოლოდ ქცეული Z-ია გამოსახული, სახლის სახურავს დაეცა მოლდოვის ფლორეშტის რაიონის ერთ-ერთ სოფელში.
დრონის ამსახველი ფოტო სოციალური ქსელებით გაავრცელა ადგილობრივმა პოლიციამ. ინციდენტის რაიონდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა და ადგილზე სპეციალისტების ჯგუფი გაიგზავნა.
25 ნოემბერს ორმა დრონმა შეაღწია რუმინეთის საჰაერო სივრცეშიც.
უკრაინაზე რუსული დრონებითა და რაკეტებით მორიგი შეტევა გასულ ღამით დაიწყო და დილამდე გაგრძელდა.
დარტყმა იყო მოლდოვასა და რუმინეთთან მოსაზღვრე ოდესის ოლქზეც.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კირცხალია – ბატონი ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს ბინძურ სცენარებს, რომელიც დაიწერა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ – ეს არის ადამიანი, რომლის სახელს უკავშირდება უახლეს ისტორიაში 14-წლიანი უწყვეტი მშვიდობა

კახა კახიშვილი – აპირებენ ჯარიმების შემცირებას, რაც ძალიან კარგია, არასდროსაა ცუდი, როდესაც აღიარებ შეცდომას – სანამ კანონპროექტს მოამზადებდნენ, უნდა გადაეშალათ კრიმინოლოგიის წიგნი და „ანი-ბანი“ შეესწავლათ