მოტოციკლების მაღაზია “პიტსტოპ მოტო” სიამაყით გაცნობებთ, რომ, Aprilia Racing-მა MotoGP-ის რბოლის ისტორიაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თავი დაწერა!
მარკო ბეძეკიმ პორტიმაოს გრან-პრიზე ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა. Aprilia RS-GP 2025-თან ერთად შესანიშნავი შედეგი აჩვენა.
ბეძეკი პოლ-პოზიციიდან დაიძრა, ლიდერობდა რბოლის ყველა წრეზე და ფინიშის ხაზი უახლოეს კონკურენტზე ორ წამზე მეტით ადრე გადაკვეთა. ამ გამოსვლამ მისი რეიტინგი მესამე ადგილზე 323 ქულით გაამყარა.
შეგახსენებთ, რომ Aprilia-ს მოტოციკლები “პიტსტოპ მოტოს” შოურუმში შეგიძლიათ შეიძინოთ.
ყველაზე წარმატებული სეზონი Aprilia Racing-ის ისტორიაში
ამ გამარჯვების წყალობით, Aprilia Racing-მა უზრუნველყო მეორე ადგილი Constructors’ Championship-ში.
ეს სეზონი კი Aprilia Racing-ისთვის ყველაზე წარმატებულია MotoGP-ის ისტორიაში.
RS-GP25-მა დაამტკიცა, რომ ის ტექნოლოგიური შედევრია, რომელიც აერთიანებს უახლეს ელექტრონიკას და მოწინავე აეროდინამიკას, რაც სარბოლო მოედანზე შეუდარებელ წარმადობას უზრუნველყოფს.
ეს ინოვაციები კი იდეალურად ასახავს Aprilia-ს ერთგულებას საინჟინრო სრულყოფილებისადმი.
მოიპოვეთ გამარჯვების მუხტი “პიტსტოპ მოტოში”Aprilia-ს მოდელების ყოველი გამარჯვება სარბოლო მოედანზე სტრატეგიული ბერკეტია ახალი მომხმარებლების მოსაზიდად.
“პიტსტოპ მოტო” კი გირჩევთ Aprilia-ს მოტოციკლები და მოპედები ამ 2025 წლის შავი პარასკევის ფარგლებში შეიძინოთ.
ფასდაკლებით შეგიძლიათ შეიძინოთ:
Hanway-ს, YCF-ის, Pony-სა და Moto Guzzi-ს მოტოციკლები; Vespa-ს, Piaggio-სა და Aprilia-ს მოპედები; მოტო ეკიპირება – ჩაფხუტები, ქურთუკები, შარვლები, ხელთათმანები და სხვა.
ფასდაკლებით სარგებლობისთვის ეწვიეთ “პიტსტოპ მოტოს” შოურუმს რაფაელ აგლაძის 11ა-ში. შერჩეულ მოპედის ტესტ დრაივი კი ადგილზევე არის შესაძლებელი!
R
ქართველმა სუმოისტებმა მსოფლიო თასზე 4 მედალი მოიპოვეს
ამბები, რომლებიც შესაძლოა შაბათ-კვირას გამოგრჩა




