ავუგროვოთ [ივანიშვილს] ეს ფული, მივაშავოთ და გადაშენდეს – ელისაშვილი

“ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილმა 607 მილიონის გამო, რომელსაც “კრედიტ სუისთან” დაობდა, “ქვეყანა დააქცია”.
ცნობისთვის, ლონდონის სასამართლომ გუშინ ივანიშვილი “კრედიტ სუისთან” დავაში გაამართლა, თუმცა არავინ იცის, დაიბრუნებს თუ არა “ოცნებსი” დამფუძნებელი აღნიშნულ თანხას, რადგან ის -ს სანქციების ქევშ არის.
ავუგროვოთ ივანიშვილს ეს ფული, მივაშავოთ და გადაშენდეს – ამბობს ელისაშვილი.
ვისაც შეხება ჰქონია ბიძინა ივანიშვილთან და საქმიანი შეხება ჰქონია, რამდენიმეს ვიცნობ, ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილს მანიაკალურად უყვარს ნაღდი ფული. გადაგვაყოლა, დააქცია ქვეყანა თავისი რაღაცა 607 მილიონის გამო. განცხადებებსაც წერს, რამდენი განცხადება გამოაქვეყნა წერს, დამიბრუნეთ ჩემი ფული, დაუბრუნონ და გადაშენდეს. რავიცი ავუგროვოთ ეს ფული, სახლი გავყიდოთ, კარი გავყიდოთ და მივაშავოთ, რომ გადაშენდეს და დაანებოს ამ ქვეყანას თავი”, – ამბობს .
ლონდონის სასამართლოს, Privy Council-მა გუშინ გამოტანილი განაჩენით ძალაში დატოვა წინა ინსტანციის ბერმუდის სასამართლოს მიერ კიდევ 2022 წლის ივნისში გამოტანილი განაჩენი, რომლითაც UBS/Credit Suisse-ს სთვის 607 მილიონი დოლარის კომპენსაციის გადახდა დაევალა. [აღნიშნული განაჩენი UBS/Credit Suisse-მა 2024 წელს Privy Council-ში გაასაჩივრა].
Credit Suisse-მა ასევე წააგო მრავალწლიანი დავა სინგაპურშიც, სადაც საბოლოო განაჩენით ივანიშვილის სასარგებლოდ 461 მილიონი დოლარის კომპენსაციის გადახდა დაეკისრა.