კიევში ექვსამდე გაიზარდა რუსული რაკეტებითა და დრონებით შეტევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი

კიევში 6-მდე გაიზარდა რუსული დრონებითა და რაკეტებით მასირებული შეტევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი. ამის შესახებ დილის 11 საათისთვის იუწყებიან ს მერი ვიტალი კლიჩკო, ქალაქის სამხედრო ადმინისტრაცია და საგანგებო სიტუაციების სამსახური. დაშავებულია 13 ადამიანი.
ს ჯარებმა უკრაინის დედაქალაქსა და ქვეყნის რამდენიმე რეგიონზე მასირებული შეტევა შუაღამის შემდეგ დაიწყეს. დილის ცხრა საათისთვის კიევში დადასტურებული იყო 2 ადამიანის სიკვდილი.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ს პეჩერის რაიონში დანგრეულია 22-სართულიანი სახლის ნაწილი, მეოთხედან მერვე სართულის ჩათვლით. შენობაში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. დნეპრის რაიონში დარტყმა იყო 9-სართულიან სახლზე, რომლის სამი სართული ხანძარმა მოიცვა. დილის მდგომარეობით ხანძარი ლიკვიდირებულია. სვიატოშინსკის რაიონში დარტყმა იყო 4-სართულიან სასაწყობე შენობასთან.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობითვე, 2 ადამიანი დაიღუპა კიევის დნეპრის რაიონში და 4 – სვიატოშინსკის რაიონში. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ჯერ კიდევ გრძელდება.
მსხვერპლია კიევის ოლქშიც. საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მიკოლა კალაშნიკის ინფორმაციით, ბელოცერკოვსკის რაიონში ერთი ადამიანი დაიღუპა. დაჭრილია 14 წლის გოგო. დაზიანებულია მრავალბინიანი სახლები.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის მიერ დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, 6 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი დაშავდა ოდესის ოლქში. ხანძრები გაჩნდა ენერგეტიკის და საპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე.
უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, რუსული დრონებითა და რაკეტებით მასირებული შეტევის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ისევ ენერგოობიექტები იყო.
ს თავდაცვის სამინისტროს კომენტარი არ გაუკეთებია.
ფორუმი