მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 32 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, უცხო ქვეყნის 32 მოქალაქის საქართველოდან გააძევეს.
ბოლო დღეებში ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: თურქეთის, ინდოეთის, ირანის, პაკისტანის, რუსეთის, კამერუნის, ჩინეთისა და ნიგერიის – ჯამში 32 მოქალაქე.
მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.




