Financial Times – არაბთა გაერთიანებულ საამიროებში უკრაინასთან და რუსეთთან საიდუმლო სამშვიდობო მოლაპარაკებებს აწარმოებს

აშშ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში უკრაინასთან და რუსეთთან საიდუმლო სამშვიდობო მოლაპარაკებებს აწარმოებს, – ინფორმაციას Financial Times-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, -ის არმიის მდივანი დენ დრისკოლი აბუ-დაბიში ორშაბათს ჩავიდა, სადაც მოლაპარაკებებს უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელთან, კირილ ბუდანოვთან და რუსეთის დელეგაციის წარმომადგენლებთან მართავს.
„დრისკოლი ამ სამშვიდობო პროცესში ბოლო დღეების განმავლობაში აქტიურად არის ჩართული. ამიტომ, მას შეუძლია ინფორმაცია რუსებს გადასცეს. როგორც სახელმწიფო მდივანმა რუბიომ თქვა, ჩვენ 24/7-ზე ვმუშაობთ, რათა სწრაფი პროგრესი გვქონდეს“, – განუცხადა გამოცემას ამერიკელმა მაღალჩინოსანმა.
უცნობია, დრისკოლი აბუ-დაბიში მხარეებთან მოლაპარაკებებს ერთობლივად აწარმოებს, თუ მათ ცალ-ცალკე ხვდება.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კირცხალია – ბატონი ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს ბინძურ სცენარებს, რომელიც დაიწერა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ – ეს არის ადამიანი, რომლის სახელს უკავშირდება უახლეს ისტორიაში 14-წლიანი უწყვეტი მშვიდობა

კახა კახიშვილი – აპირებენ ჯარიმების შემცირებას, რაც ძალიან კარგია, არასდროსაა ცუდი, როდესაც აღიარებ შეცდომას – სანამ კანონპროექტს მოამზადებდნენ, უნდა გადაეშალათ კრიმინოლოგიის წიგნი და „ანი-ბანი“ შეესწავლათ