რუსული მხარის ინფორმაციით, უკრაინამ მათ ტერიტორიას 249 დრონით შეუტია, დაიღუპა 3 ადამიანი, 6 კი – დაშავდა

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ღამით რუსეთის რეგიონების თავზე 249 უკრაინული დრონი გაანეიტრალეს, აქედან 116 შავი ზღვის თავზე ჩამოაგდეს, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, 76 დრონი კრასნოდარის მხარეში, 23 ყირიმში და 16 როსტოვის ოლქში გაანადგურეს.
ამასთან, 7 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს ბრიანსკის ოლქში, ოთხ
-ოთხი კურსკის ოლქსა და აზოვის ზღვაში, ორი ბელგოროდის ოლქში და ერთი ლიპეცკის ოლქში.
როსტოვის ოლქის ხელმძღვანელის, იური სლიუსარის ინფორმაციით, რეგიონში დრონებით განხორციელებულ თავდასხმას სამი ადამიანი ემსხვერპლა.
ამასთან, კრასნოდარის მხარის ხელმძღვანელმა, ვენიამინ კონდრატიევმა განაცხადა, რომ დრონებით თავდასხმის შედეგად ექვსი ადამიანი დაშავდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კირცხალია – ბატონი ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს ბინძურ სცენარებს, რომელიც დაიწერა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ – ეს არის ადამიანი, რომლის სახელს უკავშირდება უახლეს ისტორიაში 14-წლიანი უწყვეტი მშვიდობა

კახა კახიშვილი – აპირებენ ჯარიმების შემცირებას, რაც ძალიან კარგია, არასდროსაა ცუდი, როდესაც აღიარებ შეცდომას – სანამ კანონპროექტს მოამზადებდნენ, უნდა გადაეშალათ კრიმინოლოგიის წიგნი და „ანი-ბანი“ შეესწავლათ