ივანიშვილმა Credit Suisse მესამე ინსტანციაშიც მოუგო – სანქციების გამო თანხას ვერ მიიღებს

გაერთიანებული სამეფოს ზღვისიქითა ტერიტორიების უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბიძინა ივანიშვლის წინააღმდეგ Credit Suisse შვილობილი CS Life-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
უფრო კონკრეტულად, რადიო თავისუფლება წერს, რომ ძალაში დარჩა CS Life-ის საჩივრის ძირითადი ნაწილი რომელიც ბანკის მიერ საკონტრაქტო და ფიდუციური ვალდებულებების შეუსრულებლობას ადგენდა.
მიუხედავად ამისა, გამოცემის ცნობით, -ის მიერ ივანიშვილის მიმართ „ს სასარგებლოდ საქართველოს დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრისთვის“ დაწესებული სანქციების გამო, ივანიშვილი სასამართლოს მიერ მიკუთვნებულ თანხას, სავარაუდოდ, ვერ მიიღებს.
უნდა აღინიშნოს, რომ 2022 წელს მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, აღნიშნული სასამართლოს მეორე ინსტანციამ ივანიშვილისთვის გადასახდელ თანხად 607 მილიონი დოლარი დაასახელა. სავარაუდოა, რომ საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ გადასახდელმა რაოდენობამ მხოლოდ მცირედი ცვლილება განიცადოს.
ცნობისთვის, -ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა ივანიშვლის სანქციები 2024 წლის 27 დეკემბერს დაუწესა.
რაც შეეხება Credit Suisse, ბანკთან დავა ივანიშვილმა 2015 წელს დაიწყო, მას შემდეგ, რაც გიორგი ბაჩიაშვილის დახმარებით მან შეიტყო, რომ ბანკის ანგარიშებიდან პირადი ბანკირი, პატრის ლესკოდრონი მილიონებს ჰპარავდა.