,, ეს არის ორი მენტალობა, ორი სამყარო და ახლა ამ შეჯახების შუაგულში ვართ ყველა” – სააკაშვილი

ციხიდან წერილს აქვეყნებს:
,,გუშინ ძალიან ბევრი თბილი შეტყობინება მივიღე გიორგობის დღის და ვარდების რევოლუციის 22 წლისთავის მოლოცვით.
ყველას დიდი მადლობა, ბევრი თქვენგანი იყო ამ დიდი ცვლილებების თანაავტორი, მათ შორის ის ჟურნალისტები ვინც გუშინ TV-ში საუბრობდა, ვახო სანაია, თეა ადეიშვილი, მათე კირვალიძე, სოფო ზურაბიანი, თენგო გოგოტიშვილი და ბევრი სხვა.
თქვენ იყავით, მათ შორის, თანაავტორი მენტალური რევოლუციის. მდე საზოგადოების უმეტეს ნაწილს ჰქონდა ლუზერის მენტალიტეტი. ჩვენ ყველამ ერთად დავარწმუნეთ ადამიანები, რომ ისინი მაგრები არიან, ქოცები არწმუნებენ, რომ ისინი არავინ არ არიან.
მდე ახალგაზრდების მისაბაძი მაგალითი ქურდები იყვნენ, იმ 9 წელიწადში სწავლა გახდა პრესტიჟული. მანამდე საქართველო ცივილიზაციურ დონეზე, თავისუფალ სამყაროდან, ძირითადად იზოლირებული იყო, 2003 წლის შემდეგ დასავლეთი ძალიან ფართო ფრონტით შემოვიდა ჩვენთან.
2004 წლის შემდეგ ბირჟები დაიშალა, ახლა ისევ ყველგანაა. 2004 წლის შემდეგ შრომა გახდა მთავარი ფასეულობა, დამკვიდრდა მერიტოკრატია და სოციალური ლიფტი. ახლა დაბრუნდა ნეპოტიზმი და როდესაც ხალხი ახლა უყურებს წარმატების რეცეპტს – მას არაფერი აქვს საერთო შრომისმოყვარეობასთან, განათლებასთან და ნიჭთან. მაშინ იყო წესები და ახლა “ქართულ-ჯიგრული პონტი”
მოკლედ ეს არის ორი მენტალობა, ორი სამყარო და ახლა ამ შეჯახების შუაგულში ვართ ყველა.”