ბიძინა ივანიშვილმა “კრედიტ სუის”-ის წინააღმდეგ სასამართლო დავა მოიგო
ბერმუდაზე დაწყებული სამართლებრივი დავა ბიძინა ივანიშვილსა და ერთ დროს მსოფლიო საბანკო სისტემის ფლაგმანის, Credit Suisse-ს შორის ბიძინა ივანიშვილის უპირობო, სრული გამარჯვებით დასრულდა.
სასამართლომ წინა ორი ინსტანციის გადაწყვეტილება კიდევ უფრო გაამკაცრა Credit Suisse-ის წინააღმდეგ და ის კეთილსინდისიერი კლიენტის მიმართ ძარცვის საქმეში ფინანსური და მორალური ნორმების, ყველანაირი პრინციპის დამრღვევად გამოაცხადა.
დიდი ბრიტანეთის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლომ 68-გვერდიანი გადაწყვეტილება უკვე გამოაქვეყნა.




