ფრიდრიხ მერცი – ვერ ვხედავ რაიმე მზაობას „დიდი შვიდეულის“ წევრებს შორის, აშშ-ის გარდა, რომ რუსეთი ჯგუფში ხელახლა მიიღონ

გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი გამორიცხავს რუსეთის „დიდ რვიანში“ დაბრუნების შესაძლებლობას, როგორც ეს აშშ-ის მიერ მხარდაჭერილ „სამშვიდობო გეგმაშია“ გათვალისწინებული.
„ამჟამად, ვერ ვხედავ რაიმე მზაობას „დიდი შვიდეულის“ სხვა დანარჩენ ექვს წევრს შორის, რომ რუსეთი ამ ჯგუფში ხელახლა მიიღონ“, – განაცხადა მერცმა.
მისი თქმით, „დიდი რვიანის“ ფორმატში დაბრუნება მხოლოდ კონსენსუსის საფუძველზე შეიძლება შეთანხმდეს.
მსგავსი მოსაზრება გამოთქვა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმაც. მისი თქმით, რუსეთის ხელახლა მიღების წინაპირობები არ არსებობს.
რუსეთი „დიდი რვიანის“ ჯგუფიდან 2014 წელს, ყირიმის ანექსიის შემდეგ გარიცხეს.

ასევე დაგაინტერესებთ

უთო-ს წარმომადგენელი – არაპროპორციული სასჯელის გამოცხადებიდან ერთი წლის შემდეგ, მზია ამაღლობელი კვლავ პატიმრობაში რჩება – მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, მისი დაუყოვნებლივი და უპირობო გათავისუფლებისკენ

ვახუშტი მენაბდე – სუს-ის განცხადება პოლიტიკური ანგაჟირების გემოს ტოვებს – რაც შეეხება ნიკა მელიას განაჩენს, „ოცნება“ მასთან შეზრდილი სასამართლოთი ყველაფერს აკეთებს, რომ დათრგუნოს ოპოზიციონერი პოლიტიკოსები