უკრაინა ცდილობს კონტროლის აღდგენას საჰაერო სივრცეზე

მიმდინარე წელს უკრაინის პრიორიტეტი იქნება კონტროლის აღდგენა საჰაერო სივრცეზე – აცხადებს ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, იმ ფონზე, როცა რუსეთი განაგრძობს ძლიერ საჰაერო შეტევებს თავის მეზობელ ქვეყანაზე.
დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე (WEF) გამოსვლისას საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ უკრაინის დასავლელ მხარდამჭერებს მოუწოდა უკრაინას მიაწოდონ მაღალი ტექნოლოგიის იარაღი, მათ შორის გრძელი რადიუსის რაკეტები და F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავები, და ამით კიევს დაეხმარონ “ციდან რუსეთის გაგდებაში”.
ამ წლის დაწყებიდან რუსეთი განსაკუთრებით ინტენსიურ საჰაერო დარტყმებს ახორციელებს უკრაინაზე, რის გამოც მძლავრი ზეწოლის ქვეშაა უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემები, კლებულობს ტყვია-წამლის და აღჭურვილობის მარაგებიც.
“2024 წელს, ცხადია, პრიორიტეტია ციდან რუსეთის გაგდება” – თქვა კულებამ და დასძინა: “რადგან ის, ვინც ცას აკონტროლებს, გადაწყვეტს როგორ დასრულდება ომი”.
დავოსში კულებას გამოსვლის პარალელურად, უკრაინის ხელისუფლებამ მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოაცხადა საჰაერო განგაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატის განცხადებით, მისთვის უცნობია, რას უკავშირდება ნია იმნაძის 10 თვის შემდეგ დაკავება, მტკიცებულებებში არ ფიქსირდება „მეტადან“ გამოთხოვილი ინფორმაცია და შესაძლოა უწყებებზე საზოგადოებრივ წნეხს ჰქონდეს ადგილი