არქიმანდრიტი შიო კვარაცხელია: ავაზაკმა ქართულმა ოცნებამ გაძარცვა ქართველი ხალხი, ჩვენი ქვეყანა, სცემა მოსახლეობას, მათი მოღვაწეობიდან გამომდინარე, უამრავი ქართველი წასულია ემიგრაციაში ევროპაში და მათაც სამოქალაქო უფლებებს უზღუდავენ

“ავაზაკმა ქართულმა ოცნებამ გაძარცვა ქართველი ხალხი, ჩვენი ქვეყანა, სცემა მოსახლეობას, მათი მოღვაწეობიდან გამომდინარე, უამრავი ქართველი წასულია ემიგრაციაში ევროპაში და მათაც სამოქალაქო უფლებებს უზღუდავენ და არჩევნებში მონაწილეობის უფლებას ართმევენ. მოსახლეობის დიდი ნაწილი თუ არა, ძალიან ბევრი ციხეში ჰყავს ჩასმული უსამართლოდ. ეს ყველაფერი გააკეთა ამ ხელისუფლებამ და ეს ყველაფერი დაინახა ჩვენი ეკლესიის წარმომადგენლებმა, მაგალითად, მეუფე შიომ. ნახა ეს ნაცემი ხალხი, გაძარცულიყო ხალხი და დადუმდა, ანუ გვერდი აუარა. მისმა დეკანოზებმა ნახეს ეს ნაცემი ხალხი, გაძარცული ხალხი, გაჭირვების გამო ემიგრაციაში წასული ხალხი, საპატრიარქოდან გადმოხედეს და გვერდი აუარეს. ეს დუმილი არის სწორედ გვერდის ავლა. და ნახეთ რა მოხდა – ევროპამ, რომელსაც ესენი გარყვნილებს ეძახიან, ჩვენი ხელისუფლება და კიდევ ბევრი სასულიერო პირი, ეს ხალხი შეიფარა, დაასაქმა, იმ ნაცემ ხალხზე თქვა ნუ სჩადიხართ ამასო, დაიცვა ისინი და ეს მოძალადეები დასაჯა, სანქციები დაადო. ახლა განვსაჯოთ, ვინ ყოფილა მოყვასი ჩვენთვის?! ვინც დადუმდნენ ისინი, თუ ის ევროპა, რომელიც ამ ყველაფერზე არ დუმს და იცავს ჩვენს მოსახლეობას? რომელია ამათში მოყვასი?…
[…]
ყველამ კარგად იცით, როგორ გაასამართლა მამა ილია მეუფე შიომ და მისმა კომისიამ და მოხდა ასეთი რამ – მამა ილია იდგა საპატრიარქოს კართან, ამ დროს არც კი შეატყობინეს ის, რომ მის გამო კომისია იკრიბებოდა და ამ კომისიაზე თვითონ იყვნენ ბრალმდებლები, თვითონ იყვნენ დაინტერესებული პირები, თვითონ იყვნენ დამცველები, პროკურორები, მოსამართლეები, ყველაფერი თვითონ იყვნენ. მსგავსი სასამართლო წარმართებშიც კი არ იყო. როდესაც სოკრატე გაასამართლეს, მას მისცეს სიტყვის თქმის უფლება და მამა ილია არც კი დაიბარეს კი არა, არც კი შეატყობინეს. ანნა და კაიაფამ, როდესაც ქრისტე გაასამართლეს, ქრისტე დააყენეს სამსჯავროს წინაშე, მისი თანდასწრებით მოხდა. ანნა და კაიაფას სასამართლოც კი უფრო სამართლიანი აღმოჩნდა, ვიდრე საპატრიარქოს კომისია…” – თქვა არქიმანდრიტმა შიო კვარაცხელიამ საკვირაო ქადაგებაში.

ასევე დაგაინტერესებთ