ომის დასრულებას ორი მეტრი გვაშორებს – კელოგი

-ის პრეზიდენტის, ს სპეციალურმა წარმომადგენელმა კიტ კელოგმა დადებითად შეაფასა ვაშინგტონის „სამშვიდობო გეგმა“ და აღნიშნა, რომ ომის დასრულებას უახლოეს მომავალში ელოდება. ამის შესახებ მან Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.
კელოგის თქმით, პრეზიდენტი დაასრულებს ომს, რომელიც „ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე ხანგრძლივ კონფლიქტად“ იქცა.
“მან ომი იმ მდგომარეობამდე მიიყვანა, რაზეც ჩვენ არმიაში ვამბობთ: ბოლო 10 მეტრი ყოველთვის ყველაზე რთულია. ახლა დაახლოებით ბოლო ორ მეტრზე ვდგავართ. თითქმის ადგილზე ვართ”, – განაცხადა კელოგმა.
კელოგმა ასევე აღნიშნა, რომ -ს უნდა დაამატოს თანმხლები დოკუმენტები უსაფრთხოების გარანტიების სახით.
მისივე თქმით, მას ცოტა ხნის წინ ჰქონდა მოლაპარაკებები უკრაინულ მხარესთან და „უკრაინელებს ნამდვილად აქვთ ნდობა ამერიკელების მიმართ“.
იმავე ინტერვიუში კელოგმა თქვა, რომ შეთავაზებული ჩარჩო-შეთანხმება საბოლოო არ არის, თუმცა რეალისტურია როგორც უკრაინის, ისე ს მიერ ხელმოსაწერად.