ომის დასრულება მხოლოდ უკრაინის და ევროპის თანხმობით შეიძლება – მერცი

გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის თქმით, უკრაინაში კრიზისის დასასრულებლად საჭიროა როგორც უკრაინის, ასევე მისი ევროპელი პარტნიორების თანხმობა და არა დიდი სახელმწიფოების.
მისი განცხადებით, ევროპის კონტინენტზე მიმდინარე კონფლიქტი და მისი შედეგი მთლიანად ევროპის უსაფრთხოებას ეხება.
“ეს არის ომი, რომლის დასრულებაც მხოლოდ უკრაინის თანხმობით და ჩვენი, ევროპის თანხმობით შეიძლება, რადგან ეს არის ომი ევროპის კონტინენტზე”, – თქვა მან.
მერცმა განაცხადა, რომ გერმანიის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის და ევროკავშირის წარმომადგენლების საგარეო პოლიტიკის მრჩევლები დღეს ჟენევაში აშშ-სა და უკრაინის წარმომადგენლებთან დამატებით კონსულტაციებს გამართავენ.
მერცმა აღნიშნა, რომ უკრაინისთვის უსაფრთხოების საიმედო გარანტიები უნდა შეიქმნას.
მისი თქმით, ამჟამად კონფლიქტის დასრულების შანსი არსებობს, თუმცა, ის ამბობს, რომ მხარეები ჯერ კიდევ შორს არიან საერთო, დამაკმაყოფილებელი შედეგისგან.
რამდენიმე დღის წინ ამერიკულმა მედიამ გამოაქვეყნა აშშ-ის ახალი სამშვიდობო გეგმის პუნქტების სრული სია, რომელიც განსახილველად უკრაინას გადაეცა.
გავრცელებული ინფორმაციით, გეგმა, სხვა საკითხებთან ერთად, მოიცავს:
უკრაინის მიერ NATO-ში გაწევრიანებაზე უარის თქმას.
რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის, ლუგანსკისა და დონეცკის დე ფაქტო რუსულად აღიარებას.
ხერსონისა და ზაპოროჟიეს (ამჟამინდელი ფრონტის ხაზის გასწვრივ) რუსეთის კონტროლქვეშ აღიარებას.

ასევე დაგაინტერესებთ

უთო-ს წარმომადგენელი – არაპროპორციული სასჯელის გამოცხადებიდან ერთი წლის შემდეგ, მზია ამაღლობელი კვლავ პატიმრობაში რჩება – მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, მისი დაუყოვნებლივი და უპირობო გათავისუფლებისკენ

ვახუშტი მენაბდე – სუს-ის განცხადება პოლიტიკური ანგაჟირების გემოს ტოვებს – რაც შეეხება ნიკა მელიას განაჩენს, „ოცნება“ მასთან შეზრდილი სასამართლოთი ყველაფერს აკეთებს, რომ დათრგუნოს ოპოზიციონერი პოლიტიკოსები