სამანტა პაუერი – განსაკუთრებული მადლიერება მინდა გამოვხატო საქართველოს პრემიერ-მინისტრისადმი, რომლის ძალისხმევამ მოიტანა სისხლში ტყვიის შემცველობის დონის ორი მესამედით შემცირება ქვეყნის ყველაზე მეტად დაზარალებულ რეგიონებში

განსაკუთრებული მადლიერება მინდა გამოვხატო საქართველოს პრემიერ-მინისტრისადმი, რომლის ძალისხმევამ მოიტანა სისხლში ტყვიის შემცველობის დონის ორი მესამედით შემცირება ქვეყნის ყველაზე მეტად დაზარალებულ რეგიონებში , – ამის შესახებ USAID-ის ადმინისტრატორი სამანტა პაუერმა დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე, სახელწოდებით – “ტყვიის შემცველობისგან თავისუფალი ატმოსფერული ჰაერისკენ” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით საინტერესოა მოსაზრებების მოსმენას იმის თაობაზე, თუ როგორ გახდა შესაძლებელი სამაგალითო წარმატების მიღწევა.
„განსაკუთრებული მადლიერება მინდა გამოვხატო საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილისადმი, რომლის ძალისხმევამ სულ რაღაც 5 წელიწადში ტყვიით მოწამვლის შემთხვევათა მკურნალობისა და პრევენციის სფეროში შედეგად მოიტანა სისხლში ტყვიის შემცველობის დონის ორი მესამედით შემცირება ქვეყნის ყველაზე მეტად დაზარალებულ რეგიონებში. ბატონო პრემიერ-მინისტრო, ნამდვილად მოუთმენლად ველი თქვენი მოსაზრებების მოსმენას იმის თაობაზე, თუ როგორ შეძელით ამ სამაგალითო წარმატების მიღწევა”, – განაცხადა სამანტა პაუერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

დაურ ბუავას დაკრძალვაზე, მისთვის პატივის მისაგებად მისულმა ადამიანებმა სიტყვა თქვეს. მათ შორის იყო ქალი აფხაზეთიდან, რომლის ქმარიც აფხაზეთის ომის დროს, შვილი კი 2008 წლის აგვისტოში ომში მოკლეს (ვიდეო)