კრემლში კადიროვის მემკვიდრეს არჩევენ

გამოცემა „ვაჟნიე ისტორიები“ იტყობინება, რომ ს ფედერალური უსაფრთხოების სამსახურსა (ფსბ) და ს პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის მიმდინარეობს ბრძოლა რამზან კადიროვის შესაძლო მემკვიდრის საკითხზე.
გამოცემა ეყრდნობა წყაროებს, რომელთაგან ერთი ფსბ-ს მოქმედი ოფიცერია, მეორე კი დაზვერვის ყოფილი თანამშრომელი, რომელიც ჩრდილოეთ კავკასიის მიმართულებით მუშაობდა.
„ვაჟნიე ისტორიის“ თანახმად, მოსკოვში ჩეჩენი ლიდერის მემკვიდრის საკითხზე ბრძოლა კადიროვის მძიმე ავადმყოფობის შესახებ გავრცელებული ცნობების ფონზე მიმდინარეობს.
რამზან კადიროვის ავადმყოფობის დაუდასტურებელი ინფორმაცია 2019 წლიდან ვრცელდება. თავად კადიროვი, რომელსაც გასულ თვეში 49 წელი შეუსრულდა, უარყოფს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ ნებისმიერ ინფორმაციას, მაგრამ ჩეჩნეთის ლიდერი ასევე არაფერს ამბობს მის გარეგნობაში, მეტყველებასა და მოძრაობაში გაჩენილ აშკარა ცვლილებებზე.
სექტემბერში, „ნოვაია გაზეტა ევროპა“ იტყობინებოდა, რომ ფსბ-ს ჩეჩნეთის ფილიალი კადიროვის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას მის გარემოცვაში მყოფი აგენტების მეშვეობით აგროვებდა, სავარაუდოდ, იმიტომ, რომ კადიროვი ხშირად არღვევდა ან უგულებელყოფდა მოსკოველი ექიმების დანიშნულებას, მიმართავდა თვითმკურნალობას, რასაც ის კრიზისულ მდგომარეობამდე მიჰყავდა. ჟურნალისტების წყაროს მტკიცებით, ჩეჩენი ლიდერის ავადმყოფობა „განუკურნებელი და პროგრესირებადია“.
„ვაჟნიე ისტორიი“, ასევე რუსეთის სპეცსამსახურების წყაროებზე დაყრდნობით, იუწყება, რომ რამზან კადიროვი თავის შემცვლელად ხედავს შვილს, ადამ კადიროვს, რომელსაც მალე შეუსრულდება 18 წელი. ადამ კადიროვი ცნობილი გახდა გროზნოს წინასწარი დაკავების იზოლატორში ყურანის დაწვისთვის დაკავებული ნიკიტა ჟურაველის ცემისა და მრავალი სახელმწიფო ჯილდოს მიღების შემდეგ. მოზარდი ამჟამად რამდენიმე თანამდებობას იკავებს, რომელთაგან ერთ-ერთი მამამისის ანუ ჩეჩნეთის ლიდერის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელობაა; ექსპერტების შენიშვნით, საყურადღებოა ის გარემოება, რომ თვითონ რამზან კადიროვსაც მსგავსი თანამდებობა ეკავა, როდესაც მისი მამა, ახმატ კადიროვი რესპუბლიკას ხელმძღვანელობდა.
ჟურნალისტების ცნობით, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციას ჩეჩნეთის მეთაურის პოსტზე საკუთარი კანდიდატი ჰყავს: სპეცრაზმ “ახმატის” მეთაური აპტი ალაუდინოვი, რომელიც 2024 წლიდან რუსეთის არმიის მთავარი სამხედრო-პოლიტიკური სამმართველოს უფროსის მოადგილედ მსახურობს. სავარაუდოდ, ალაუდინოვს რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე, სერგეი კირიენკო მფარველობს.
წყაროების ცნობით, რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახური (ფსბ) მხარს უჭერს კიდევ ერთ პოტენციურ კანდიდატს, ადამ დელიმხანოვს, ჩეჩნეთიდან სახელმწიფო დუმის დეპუტატს და კადიროვის თანამებრძოლსა და ახლო ნათესავს.
“არჩევანი პრეზიდენტ პუტინზეა, თუმცა მას ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია, – წერს “ვაჟნიე ისტორიი”, – რის გამოც დაძაბულობა იზრდება როგორც ჩეჩნეთში, ასევე უწყებაში (ანუ ფსბ-ში – რედ.)“.
ფორუმი