არ იცავს შეთანხმებებს, ეს უნდა გავითვალისწინოთ“ – პოლონეთის პრეზიდენტი

პოლონეთის პრეზიდენტი კაროლ ნავროცკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს, რომ არის ქვეყანა, რომელიც არ იცავს შეთანხმებებს – უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის წამოწყებული ომის დასრულების შესახებ ახალი წინადადებები კი ამ ფაქტს უნდა ითვალისწინებდეს.
„კიევმა უნდა მიიღოს ყველა სამშვიდობო გეგმა, რომელიც მიზნად ისახავს ში რუსეთის ფედერაციის მიერ დაწყებული ომის დასრულებას“, – პოლონეთის პრეზიდენტი შენიშნავს, რომ სწორედ გახდა პუტინის დანაშაულებრივი აგრესიის მსხვერპლი და სწორედ უკრაინელებს, შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ქვეყნების მხარდაჭერით, უნდა ჰქონდეთ გადამწყვეტი ხმა სამშვიდობო მოლაპარაკებებში.
„ევროპის მშვიდობასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი შეთანხმება შეიძლება მიღწეული იქნას მხოლოდ ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით. მშვიდობის ფასი არანაირად არ შეიძლება იყოს აგრესორის მიერ სტრატეგიული მიზნების მიღწევა და აგრესორი იყო და არის რუსეთის ფედერაცია“, – წერს კაროლ ნავროცკი.
მის გარდა ვაშინგტონის ე.წ. „სამშვიდობო გეგმას“ არაერთი სხვა დასავლელი პოლიტიკოსი გამოეხმაურა.
ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა, იონას გარ სტორემ, რომელიც სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე „დიდი ოცეულის“ სამიტში მონაწილეობს, განაცხადა, რომ სამიტში მონაწილე ევროპული ქვეყნები წარადგენენ წინადადებას „სამშვიდობო გეგმის“ შესახებ.
-ს სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის თავმჯდომარემ, რესპუბლიკელმა სენატორმა როჯერ უიკერმა თქვა, რომ ეს ე.წ. „სამშვიდობო გეგმა“ რეალურ პრობლემებს შეიცავს. მისი თქმით, უკრაინა არ უნდა იყოს იძულებული, რომ მიწები დაუთმოს „მსოფლიოს ყველაზე აშკარა ომის დამნაშავეს ვლადიმირ პუტინის სახით“.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, იოჰან ვადეპულის სიტყვებით კი, უკრაინაში სამშვიდობო შეთანხმებას აზრი მხოლოდ მაშინ აქვს, თუ გაიწერება გარანტიები, რომ ის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში იმუშავებს და ჯერჯერობით, უსაფრთხოების ის გარანტიები, რომლებიც ამჟამად „ტრამპის გეგმაში“ არსებობს, ჯერჯერობით მხოლოდ ზოგადი ფორმულირებებით არის აღწერილი.
20 ნოემბერს უკრაინის პრეზიდენტმა მ ამერიკული მხარისგან მიიღო გეგმის პროექტი, რომელსაც, ვაშინგტონის შეფასებით, შეუძლია გაააქტიუროს დიპლომატიური ძალისხმევა ომის დასრულების მიზნით.
უკრაინაში ომის შესაჩერებლად -ში შემუშავებული ახალი წინადადების პროექტი კიევს მოუწოდებს გარკვეული ტერიტორიების და ასევე გარკვეული შეიარაღების დათმობისკენ. ოფიციალურად გამოუქვეყნებელი გეგმის დეტალები მედიისთვის უკრაინის პრეზიდენტისა და თურქეთის პრეზიდენტის შეხვედრის ფონზე გახდა ცნობილი.
21 ნოემბერს გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში ზელენსკიმ მოუწოდა პარლამენტს და მთავრობას თანამშრომლობისკენ. ზელენსკიმ განაცხადა: „ახლა უკრაინა შეიძლება ძალიან რთული არჩევანის — ან ღირსების, ან მთავარი პარტნიორის დაკარგვის საფრთხის წინაშე აღმოჩნდეს .“ ამავდროულად, მან განაცხადა, რომ გააგრძელებს კონსტრუქციულ თანამშრომლობას აშშ-სთან.
ფორუმი