დმიტრო კულება – ჩვენ რუსეთის გაყინული აქტივები გვჭირდება და არა გაყინული კონფლიქტი – თუ წესების დარღვევას ბედავ, იძულებული იქნები, გადაიხადო

ჩვენ ს გაყინული აქტივები გვჭირდება და არა გაყინული კონფლიქტი. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა მ დავოსში ბრიტანელ კოლეგა დევიდ კემერონთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
“როდესაც ზოგიერთი ექსპერტისა და მოაზროვნის არგუმენტები გვესმის იმის შესახებ, რომ ს, შესაძლოა, უღირდეს კონფლიქტის გაყინვა, ჩვენი პასუხი მარტივია: რუსეთის გაყინული აქტივები გვჭირდება და არა გაყინული კონფლიქტი. სწორედ ასეთი უნდა იყოს წინ მიმავალი გზა, რათა მსოფლიოში ყველას მკაფიო სიგნალი გავუგზავნოთ: თუ წესების დარღვევას ბედავ, იძულებული იქნები ამისთვის გადაიხადო”, – განაცხადა კულებამ.
უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ ამის გარკვევა ახლავე თუ არ მოხდება, მაშინ მსოფლიოში სახელმწიფოთაშორისი კონფლიქტებისა და გამწვავებების რაოდენობა გაიზრდება, ხოლო მათი მოგვარების ფასი გაცილებით მეტი იქნება, ვიდრე უკრაინის დახმარების ფასი.