“ზელენსკის მოუწევს დათანხმდეს რაღაცას, რასაც აქამდე არ თანხმდებოდა” – ტრამპი

ოვალურ კაბინეტში, პრესკონფრენციაზე, -ის პრეზიდენტი ტრამპი ამბობს:
“მას [ზელენსკის] მოუწევს, რომ ეს გეგმა მოიწონოს. თუ არ მოიწონებს, მაშინ უბრალოდ ომს გააგრძელებენ… მას მოუწევს დათანხმდეს რაღაცას, რასაც აქამდე არ თანხმდებოდა. როგორც გახსოვთ, არც ისე დიდი ხნის წინ, მე მას ოვალურ ოფისში ვუთხარი, რომ არც ერთი კარტი არ ჰქონდა… ეს შეთანხმება 1 ან 2 წლის წინ უნდა შემდგარიყო”
უკრაინულმა მხარემ გამოაქვეყნა ტრამპის ადმინისტრაციის მიერ შედგენილი 28-პუნქტიანი გეგმის შინაარსი, რომელშიც წერია, რომ უკრაინამ უარი უნდა თქვას NATO-ში გაწევრიანებაზე, არ შეიჭრება ევროპისა და სხვა მეზობელ ქვეყნებში და ასევე ანექსირებული , ლუგანსკისა და დონეცკის რეგიონები დე ფაქტო აღიარებული იქნებიან რუსეთის რეგიონებად. ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონებში საზღვარი ამ დროისთვის არსებულ ფრონტის ხაზზე გავა, უკრაინული სამხედრო ძალები კი დატოვებენ დონეცკის ოლქის იმ ნაწილის, რომელსაც ისინი ამჟამად აკონტროლებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”