[VIDEO. ეროვნული ლიგა. XXXIII ტური] ქომაგებისგანაც მიტოვებული… ს “დინამო” უატარას ვერ გაუმკლავდა

გოლები: 1:0 ხოზრევანიძე (21. ჩიტეიშვილის პასით), 1:1 უატარა (63. ტიბუეს პასით), 1:2 უატარა (80. ტიბუეს პასით)
დინამო (4-2-3-1): თურმანიძე – ჩიტეიშვილი (46. დუმბაძე), მ. , ქაფიანიძე, ლაკვეხელიანი – ბალაძე (46. წულუკიძე), ფუტკარაძე (65. აბუსელიძე) – გ. კოხრეიძე (69. კირკიტაძე), ჯაფარიძე, კალანდარიშვილი – ხორზევანიძე (57. მანდრიჩენკო).
მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი
დილა (4-2-3-1): კერესელიძე – კიკაბიძე (86. ჩაბრაძე), მენდეში, არაუჟო (37. ბოანსი), ტიბუე – ანდრონიკაშვილი, უატარა – ედუძი, კონტე, შ. შეყილაძე (86. ილორი) – ხლაიხალი (74. ბასინგა).
მწვრთნელი: დიეგო ლონგო
გაფრთხილება: ტიბუე (54), ბოანსი (78)
არბიტრი: გ. მაჩიტიძე
ზედიზედ მე-5 მარცხი და მე-13 მოუგებელი მატჩი – ს “დინამოს” ვარდნა გრძელდება! არადა, გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი პირველი ტაიმის შემდეგ უგებდა ჩემპიონატის თანალიდერს, მაგრამ ძალები აღარ ეყო უპირატესობის შესანარჩუნებლად.
გორელებმა არუნა უატარას მიერ მეორე ნახევარში გატანილი ორი მსგავსი თავურით გაიმარჯვეს და კვლავ გაუთანაბრდნენ “იბერიას” საჩემპიონო რბოლაში. ზღვისპირელებს კვლავ რეალურად ემუქრებათ პლეი-აუტში მოხვედრის საფრთხე.
ყველას გვახსოვს, რა ხდებოდა “აჭარაბეთ არენაზე” – დუღდა და გადმოდუღდა ემოციები. მაშინ ბათუმის “დინამოს” შინაურ ფრონტზე არ უჭირდა, მაგრამ ახლა უჭირს, ძალიან უჭირს და უცნაურია, რომ ასეთ დროს ქომაგი სადღაც გაქრა. ტრიბუნებზე კანტიკუნტად თუ მოკრავ თვალს გულშემატკივარს…
გასაგებია, რომ ეს შეიძლება იყოს პროტესტი კლუბის ხელმძღვანელობის მიმართ, რომელმაც აქამდე მიიყვანა საქმე, მაგრამ რა დააშავეს გუნდმა და სამწვრთნელო შტაბმა, რომლებიც ბოლომდე იბრძვიან გადასარჩენად?! განა, ასეთ დროს უფრო არ სჭირდება გუნდს მხარში დგომა?!
[VIDEO. ეროვნული ლიგა. XXXIII ტური] უხვგოლიანი და დრამატული კახური დერბი ჩხუბით დასრულდა!
[VIDEO. ეროვნული ლიგა] “პოკერი”, 3 პენალტი, ავტოგოლი… “ტორპედომ” ბათუმის “დინამო” გაანადგურა
დიეგო ლონგო: გორში სრულიად განსხვავებული თამაში იქნება
[VIDEO] “დილა” “რიგასთან” დამატებით დროსთან ახლოს იყო – 3:3 და გორული გუნდი ტურნირს დაემშვიდობა
[VIDEO. ეროვნული ლიგა. XXXIII ტური] უხვგოლიანი და დრამატული კახური დერბი ჩხუბით დასრულდა!
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი უკრაინულ კლუბში გადავიდა
[ეროვნული ლიგა] საჩემპიონო დავა და მოვლენათა განვითარების შესაძლო სცენარი
თურქეთის სუპერლიგის კლუბი საქართველოს ნაკრების მეკარის შეძენას გეგმავს