თბილისში საპროტესტო მსვლელობისას პოლიცია კვლავ აკავებს მოქალაქეებს

თბილისში, ყოვედღიური ანტისამთავრობო გამოსვლებისას გამართულ მარშზე პოლიციამ 21 ნოემბერსაც დააკავა აქციის მონაწილე. მურმან შელია, რომელიც პოლიციამ ტროტუარზე დგომისას დააკავა, პოლიციელებს დაკავებამდე ეკითხებოდა: “ყველაფერს დავემორჩილო?”
ამ კითხვის შემდეგ ის ყველანაირი ახსნა-განმარტების გარეშე დააკავა ათამდე პოლიციელმა.
დაკავებულია ასევე თამუნა გიორგაძე – ინფორმაციას მისი დაკავების შესახებ დროას წევრი თათა ფერაძე ავრცელებს. თამუნა გიორგაძეც პოლიციამ ტროტუარზე დააკავა. OC MEDIA-ს ჟურნალისტის, მარიამ ნიკურაძის ცნობით, დაკავებულია ასევე კიდევ ერთი მოქალაქე, რომელიც თამუნა გიორგაძის გამოხსნას ცდილობდა პოლიციელებისგან.
ღამის 11 საათის მდგომარეობით, პოლიციას რუსთაველზე, ოპერასთან, ფაქტობრივა გადაკეტილი აქვს მიწისქვეშა გადასასვლელები და მოქალაქეებს, რომლებიც მარშირებდნენ, ქუჩის მეორე მხარეს გადასვლის საშუალებას არ აძლევს.
საპროტესტო გამოსვლები თბილისში უკვე თითქმის ერთი წელია უწყვეტად მიმდინარეობს – უკმაყოფილო მოქალაქეების პროტესტის დასასუსტებლად ხელისუფლებამ არაერთი კანონი შეცვალა და საპოლიციო პრაქტიკა განაახლა.
ბოლო ორი კვირის ტენდენციით, პოლიცია ცდილობს საპროტესტო მსვლელობა არ გადავიდეს გზის ავტომობილებისთვის განკუთვნილ ნაწილებზე იმის მიუხედავად, რამდენი დემონსტრანტია ტროტუარზე . პოლიციელების ცოცხალი კედლით რეგულირდება მსვლელობების მიმართულებებიც ტროტუარზე – მხოლოდ ბოლო სამ დღეში 15 ადამიანია დაკავებული საპროტესტო მარშებზე პოლიციელის დაუმორჩილებლობისა და მისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – მითს არაბიზაციის თაობაზე საფუძველი არ აქვს – ასევე, სპეკულირებდნენ, რატომ არის კონტრაქტი გრიფის ქვეშ – იმავეს ითხოვდა ხაზარაძის კომპანიაც, იქნებ ისიც აპირებდა არაბების, რუსების, ჩინელების, ბრიტანელების ჩასახლებას ანაკლიაში, რატომ დამალა?