ირანი მოითხოვს, რომ დაბომბილ ატომური ობიექტებზე წვდომისათვის ახალი შეთანხმებაა საჭირო

ირანმა განაცხადა, რომ 12-დღიანი ომის დროს დაბომბილ ბირთვულ ობიექტებზე წვდომისთვის ახალი ჩარჩოა საჭირო.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაყჩიმ თქვა, რომ ისრაელთან ბოლო ომის დროს თავდასხმის შედეგად ქვეყნის ბირთვული ობიექტების ზედამხედველობისთვის ახალი მიდგომა უნდა იქნას გამოყენებული.

თეირანი დასავლეთის ქვეყნების ზეწოლის ქვეშაა, რათა გაეროს ატომური ენერგეტიკის სააგენტოს ინსპექტორები ობიექტებზე შეუშვას.

„ჩვენ გვჭირდება მეთოდი ან ჩარჩო, თუ როგორ შევამოწმოთ ეს ობიექტები“, – თქვა მან ბრიტანულ ჟურნალ The Economist-თან ინტერვიუში, რომელიც 21 ნოემბერს Telegram-ის თავის არხზე გამოქვეყნდა.

„არსებობს უსაფრთხოების რისკი; არის აუფეთქებელი საბრძოლო მასალა, რაკეტები და ა.შ. ასევე არსებობს რადიაციის საშიშროება“, – განაცხადა არაყჩიმ.
მინისტრის თანახმად, ირანს თავდასხმით ემუქრებოდა, თუ ვინმე მიუახლოვდებოდა ამ ობიექტებს.

ივნისის შუა რიცხვებში ისრაელმა ირანის წინააღმდეგ უპრეცედენტო საომარი მოქმედება დაიწყო, რასაც მოჰყვა 12-დღიანი ომი, რომელშიც -ც ჩაერთო და დაბომბა ირანის ბირთვული ობიექტები

ომის შემდეგ ირანმა მკაცრად შეზღუდა გაეროს ბირთვული ინსპექტორების წვდომა თავის ბირთვულ ობიექტებზე.

რამდენიმე თვის შემდეგ, სექტემბერში, ირანსა
და ატომური ენერგეტიკის სააგენტოს (IAEA) შორის კაიროში შეთანხმებას მიაღწიეს თანამშრომლობის ჩარჩოს შესაქმნელად.

ეს შეთანხმება თეირანმა გასულ თვეში ბათილად გამოაცხადა, როდესაც დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და საფრანგეთმა (E3) გაეროს სანქციების აღდგენა დაიწყეს, რომლებიც 2015 წლის ბირთვული შეთანხმების ფარგლებში იყო გაუქმებული.

ხუთშაბათს, IAEA-ს მმართველთა საბჭომ დაამტკიცა რეზოლუცია, რომლითაც თეირანს „სრული და სწრაფი“ თანამშრომლობა მოსთხოვა, მათ შორის საგანგებო ბირთვულ ობიექტებზე წვდომა.

სანაცვლოდ, ირანმა ოფიციალური წერილი გაუგზავნა IAEA-ს, რომელშიც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ კაიროს შეთანხმება „გაბათილებულია“.

„იმის გათვალისწინებით, რომ E3 და აშშ ესკალაციას ცდილობენ, მათ კარგად იციან, რომ კაიროს შეთანხმების ოფიციალური შეწყვეტა მათი პროვოკაციების პირდაპირი შედეგია“, – წერს არაყჩი X-ზე.

12-დღიანმა ომმა ასევე ჩაშალა თეირანსა და ვაშინგტონს შორის დაბომბვამდე რამდენიმე თვით ადრე, აპრილში დაწყებული მაღალი დონის ბირთვული მოლაპარაკებები, რომლის დროსაც ორივე მხარე უთანხმოებაში იყო ირანის ურანის გამდიდრების უფლების გამო – რომელსაც თეირანი „განუყოფელ“ უფლებას უწოდებს.

„ისევე, როგორც დიპლომატია, რომელსაც ივნისში და აშშ თავს დაესხნენ, კაიროს შეთანხმებაც აშშ-მ და E3-მა ჩაშალეს“, – არაყჩიმ.

ფორუმი