კვარაცხელიამ გოლების გატანა უნდა გააგრძელოს – ითამაშებენ მამარდაშვილი და მიქაუტაძე?

სანაკრებო პაუზის შემდეგ ქართველი ფეხბურთელები კლუბებს დაუბრუნდნენ და მორიგი მატჩებისთვის ემზადებიან. გვესმის უკმაყოფილება და იმედგაცრუება, მაგრამ ლეგიონერებს ძველებურად უნდა ვუგულშემატკივროთ.
შაბათი დატვირთული დღეა. ჯერ ფაქტობრივად, ერთდროულად ორი მნიშვნელოვანი შეხვედრაა. ჩვენი დროით 23:59 საათზე გიორგი მიქაუტაძის “ვილიარეალი” “მალიორკას” უმასპინძლებს, ცოტა ხანში კი (00:05 სთ) ს პსჟ “ლე ავრს” დაუხვდება.
არავინ იცის, ნაკრების მატჩების შემდეგ და ჩემპიონთა ლიგის წინ როტაციას რა დოზით ვნახავთ. ლუის ენრიკეს გუნდი ლიდერია და მისი განმტკიცება სურს.
დეზირე დუეს ტრავმა მძიმეა, ნაკლები სიმძიმის არც ჰაკიმისაა; უსმან დემბელეს კვლავ დაზიანება აქვს, ტრავმირებული ნუნუ მენდეშიცაა.
დიდი შანსია, შეტევის სამეული ბარკოლამ, მაიულუმა და კვარაცხელიამ დააკომპლექტოს.
ბოლოს, როცა ეს გუნდები შეხვდნენ, პარიზელები ჩემპიონთა ლიგაზე იყვნენ კონცენტრირებული და “კვარამაც” ცოტა ითამაშა. ხვიჩამ “ლიონთან” ამ სეზონში პირველად გაიტანა და მის გაგრძელებას ველით.
1999 წელი – იშვიათი ამბავი, როცა “ლე ავრმა” პსჟ-ს მოუგო. მოგეხსენებათ, უფრო ადრე, ამ გუნდის ღირსებას გია გურული იცავდა.
გიორგი მიქაუტაძემ სანაკრებო მატჩები ტრავმის გამო გამოტოვა და დაბრუნდა. როტაციას მარსელინოც მიმართავს და რთული სათქმელია, ქართველ თავდამსხმელს რამდენი დრო მიეცემა.
ქართველის გუნდი მხოლოდ “რეალსა” და “ბარსელონას” ჩამორჩება. გიორგის “ლა ლიგაში” 2 გოლი და 2 შედეგიანი პასი აქვს.
სანაკრებო პაუზის შემდეგ მეკარე ალისონის დაბრუნებას და გიორგი მამარდაშვილის სათადარიგოთა შორის დაბრუნებას ელიან, თუმცა, დაველოდოთ. “ლივერპული” “ნოტინგემს” შაბათს უფრო ადრე, 19:00 საათზე უმასპინძლებს.
სლოტის გუნდი მხოლოდ მე-8 ადგილს იკავებს და ლივერპულელებს სიტუაციის გამოსწორება სჭირდებათ. აღსანიშნავია, რომ ურთიერთ თამაშებში უკანასკნელი ორი შეხვედრა ნოტინგემელებს არ წაუგიათ(მოგება და ფრე).
ჩაკვეტაძის დაბრუნება ისევ გადაიდო
მიქაუტაძემ ვარჯიში დაიწყო და ალბათ, “მალიორკასთან” ითამაშებს
“საქართველოს არ ჰყავს ფეხბურთელი, რომელიც კვარაცხელიას დონეს მიუახლოვდება” – Goal ხვიჩასა და სხვა ვარსკვლავებზე, რომლებიც მუნდიალზე ვერ ითამაშებენ
მიქაუტაძის გარეშე – “ვილიარეალმა” მოიგო და მეორე ადგილზე აღზევდა
“სწრაფი გოლი გავუშვით და თამი დარჩენა გაგვიჭირდა – შესაძლებელი იყო უკეთ წარმოგვეჩინა საკუთარი შესაძლებლობები” – რა თქვეს ნამატჩევს მამარდაშვილმა და კვარაცხელიამ
[VIDEO] მიქაუტაძის 56 წუთი – “ვილიარეალი” “პაფოსთან” დამარცხდა
“ამ თამაშების შემდეგ ეს ყველაზე კარგად იგრძნობა” – მამარდაშვილი ბულგარეთთან მარცხის შემდეგ
მამარდაშვილის მწვრთნელს გაუშვებენ? – ფაბრიციო რომანო “ლივერპულის” გადაწყვეტილებაზე
მიქაუტაძემ შიძლება “ესპანიოლთან” ვერ ითამაშოს
წლის ბოლო მატჩის დღე სატურნირო მოტივაციის გარეშე!..
დღეს – პარიზელები ლიდერობის დასაბრუნებლად და “მამარდას” დიდი მატჩი
საქართველოს ნაკრებს ძირითადი შემადგენლობის ორი ფეხბურთელი გამოაკლდა
ზახარიანმა შეიძლება პსჟ-ში კვარაცხელიასთან ერთად შეუტიოს?
კვარაცხელია ძალიან პრესტიჟული Globe Soccer Awards-ის საუკეთესოთა სიაშია – როგორ მივცეთ ხმა ქართველ ფეხბურთელს