საქართველოში ფოტოგამოფენა „ ომში“ გაიმართება

საქართველოში ფოტოგამოფენა „ ომში“ გაიმართება. როგორც ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, გამოფენასთან დაკავშირებით, 18 იანვარს, 17:00 საათზე, უკრაინულ სახლში გაიმართება მრგვალი მაგიდა, სადაც პროექტის ავტორები დამსწრე საზოგადოებას გამოფენის კონცეფციას გააცნობენ და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხებენ.
ფოტოგამოფენა „კიევი ომში“ 2022 წლის თებერვალ-მარტში უკრაინის დედაქალაქის გმირულ თავდაცვაზე, შემზარავი საჰაერო თავდასხმების შედეგებსა და მამაცი კიეველების ცხოვრებაზე მოგვითხრობს. გამოფენის კურატორები არიან უკრაინელი ჟურნალისტები ნატალია იშჩენკო (გუმბა) და სერგეი მორუგინი.
„ნატალია იშჩენკო (გუმბა) წარმოშობით სოხუმელია. 90-იანების დასაწყისში მას მოუწია მშობლიური ქალაქიდან გაქცევა ში. მასთან ერთად მისი მცირეწლოვანი ვაჟი, ასტამურ გუმბა იყო. 2022 წელს, ში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, ასტამური მოხალისედ წავიდა საბრძოლველად და იმავე წლის ივნისში გმირულად დაიღუპა ხარკოვის მახლობლად. გამოფენა, რომელსაც ქართველი მაყურებელი ნახავს, ასტამურ გუმბას სახელობის მშვიდობის ფონდის ეგიდითაა შექმნილი და მის ხსოვნას ეძღვნება. 22 და 23 იანვარს მაყურებელს საშუალება ექნება დაათვალიეროს გამოფენა „სამხედრო კიევი“ საქართველოს ეროვნულ საპარლამენტო ბიბლიოთეკაში. 25 იანვარს გამოფენას უმასპინძლებს ასოციაცია „ქართლის ხმა“ გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში. 27 იანვარს კი გამოფენა გადაინაცვლებს ყვარელში, სადაც მისი მასპინძელი იქნება ყვარლის ევრო კლუბი (Euro Club Kvareli). სულ გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება კიევის დამცველების, უკრაინული და საერთაშორისო მედიის ფოტოჟურნალისტების მიერ გადაღებული 30-მდე ნამუშევარი. გამოფენის „კიევი ომში“ მხარდამჭერები არიან უკრაინის საელჩო საქართველოში, ქართულ-უკრაინული პლატფორმა და თომა ჩაგელიშვილის სტუდია”,- ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

.fb-background-color { background: #ffffff !important; } .fb_iframe_widget_fluid_desktop iframe { width: 800px !important; }

ასევე დაგაინტერესებთ

გიგა ფარულავა – ხელისუფლება შეკითხვებს გაექცა, თუ ვინმეს ბოდიში აქვს საზოგადოებისთვის მოსახდელი, ეს „ქართული ოცნებაა“, რაც შეეხება 20 ივნისის საქმეს, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არ არის გახარიას მიმართ განაჩენი

შახტებსა და მაღაროებში დასაქმებულებს, ვინც სამსახურიდან, რეორგანიზაციის გამო, 2025 წლის 1-ელი იანვრიდან გათავისუფლდნენ, თუმცა 2025 წლის 31 დეკემბრამდე, კვლავ დასაქმდნენ, უწყვეტი სტაჟი უნარჩუნდებათ