რუსეთისთვის ჯერ არ უცნობებიათ, რომ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის კონფლიქტის მოგვარების შესახებ ამერიკული შეთანხმების განსახილველად შეხვედრის გამართვის სურვილი აქვს, – რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმირი პესკოვმა განაცხადა.
„მოსკოვისთვის ჯერ არ უცნობებიათ ზელენსკის მიერ სამშვიდობო გეგმაზე მოლაპარაკებების თანხმობის შესახებ“, – აღნიშნა პესკოვმა.
მანამდე, პორტალმა Axios-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ შეერთებული შტატები 28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმის შესამუშავებლად რუსეთთან საიდუმლო კონსულტაციებს ატარებს.




