– ივანიშვილის რეჟიმის უტიფარი ბოდვაა, რომ ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის შექმნა „დიფ სთეითმა“ დააძალა საქართველოს ხელისუფლებას

ივანიშვილის რეჟიმის მორიგი უტიფარი ბოდვაა, რომ ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის შექმნა იმპერიალისტურმა „დიფ სთეითმა“, ბუშის ადმინისტრაციამ და ევროკავშირმა დააძალა საქართველოს ხელისუფლებას, – ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების” თავმჯდომარემ, მ განაცხადა.
გიგა ბოკერიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განმარტა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიზანია, -ს, ევროკავშირის და მთელი დასავლეთის დემონიზება.
„11 წლის განმავლობაში ამ სამშობლოს ღალატს ინარჩუნებდნენ და ახლა გაახსენდათ, რომ ეს საქართველოსთვის დამღუპველი იყო? თუ ეს ღალატი იყო, ამდენი ხანი რატომ არ აუქმებდნენ? რუსული პროპაგანდის ხაზით თავისუფალი სამყაროს, -ს, ევროკავშირის და მთელი დასავლეთის დემონიზებას ახდენენ და საზოგადოების მოტყუებას ცდილობენ, რომ ისინი ჩვენი მტრები არიან. ისინი ჩვენი მტრები არიან, ხოლო ჩვენი მტერი მოყვარეა, ორუელიანური გზავნილი აქვთ“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
გიგა ბოკერიას თქმით, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის შექმნა მიზნად ისახავდა იმის დემონსტრირებას, რომ ის ხალხი, ვისაც რუსული პროპაგანდა წარმოაჩენს ოსი ხალხის წარმომადგენლებად, არიან მათი მარიონეტები და ამ რეგიონში მცხოვრები, როგორც ეთნიკურად ოსი, ისე ეთნიკურად ქართველი საქართველოს მოქალაქეები არსებობენ, რომელთაც სურთ ცხოვრება საქართველოს კონსტიტუციის ქვეშ.
მისივე განცხადებით, ტყუილია, თითქოს ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილ დროებით ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულზე ჩატარდა, „ეს არ იყო , შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ ხალხის გამოკითხვა იყო, ფორმალურად არჩევნები არ ჩატარებულა“.
„ჩვენი, საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების ამოცანა, ჩვენი ეროვნული ინტერესი იყო მაშინაც და ახლაც, რომ დავპირისპირებოდით ჩვენი მტრის პროპაგანდას, რომ ცხინვალში კონფლიქტი იყო ეთნიკური კონფლიქტი ქართველებსა და ოსებს შორის. 90-იან წლებში რუსებმა მოახერხა და თან სამხედრო აგრესია განახორციელა აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში, ქართველების გენოციდი და ეთნიკური წმენდა, ეს გააკეთა თვითონ, თავისი შეიარაღებული ძალებით და თან ნარატივი იყო, რომ ეს ეთნიკური კონფლიქტი იყო. რუსეთს სურდა, რომ მას კი არ დაჰკისრებოდა პასუხისმგებლობა საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში, არამედ ეთქვა, რომ ქართველები ოსებს ხოცავენ. სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის შიგნითაც ეს რეჟიმი ამ ხაზს აგრძელებს. ივანიშვილმა ბოდიში მოუხადა ოსებს და აფხაზებს ანუ მხარე კი არ არის, ეთნიკური კონფლიქტია. თუ ეს ეთნიკური კონფლიქტია, ცალსახა საკითხი არ არის და რუსეთს არ ეკისრება[პასუხისმგებლობა], უბრალოდ იძულებული გახდა ჩარეულიყო. ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო იმის დემონსტრირება, რომ ეს ეთნიკური კონფლიქტი კი არ არის, არამედ ის ხალხი, ვისაც რუსული პროპაგანდა წარმოგვიჩენს ოსი ხალხის წარმომადგენლებად, არიან მათი მარიონეტები და ამ რეგიონში მცხოვრები, როგორც ეთნიკურად ოსი, ისე ეთნიკურად ქართველი საქართველოს მოქალაქეები არსებობენ, რომელთაც სურთ ჩვენ ქვეყანაში მშვიდობით ცხოვრება საქართველოს კონსტიტუციის ქვეშ ანუ ქართველები ოსებს კი არ უპირისპირდებიან, რუსების მიერ ხელოვნურად შექმნილი მარიონეტები უპირისპირდებიან საქართველოს კონსტიტუციას და მათ შორის ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ როგორც ოსებს ისე ქართველებს“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
რაც შეეხება ემიგრანტებისთვის საქართველოს არჩევნებში საზღვარგარეთ მონაწილეობის უფლების შეზღუდვას, გიგა ბოკერია აცხადებს, რომ ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება მიიღო, რადგან უცხოეთში გახსნილი საარჩევნო უბნების შედეგებიდან ჩანს, როგორია ვითარება იქ, სადაც „ქართული ოცნებას“ ზეწოლისა და მოსყიდვის საშუალება არ აქვს.
„ამას რატომ აკეთებენ ყველასთვის ნათელია, ის უბნები, რა თქმა უნდა, არჩევნების ბედს არ წყვეტდა, მაგრამ იმ უბნებში ჩანდა, რა არის ვითარება იქ, სადაც ზეწოლის და მოსყიდვის ინსტრუმენტები ნაკლები აქვს ან საერთოდ არ აქვს ხელისუფლებას. ეს სურათი აღიზიანებთ, სარკეს ამტვრევენ. თუ იძახიან, რომ არჩევნებზე იქ ცოტა ხალხი დადისო, მაშინ რატომ იქცევიან ასე? აქაც მათთვის მტერი თავისუფალი სამყაროა. ყველა ადგილი აშინებთ, სადაც ჩანს [რეალური სურათი] “, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.