ჩინეთი კვლავ გერმანიის უმსხვილესი საგარეო სავაჭრო პარტნიორი გახდა – Deutsche Welle

ჩინეთი კვლავ გერმანიის უმსხვილესი საგარეო სავაჭრო პარტნიორი გახდა – Deutsche Welle
ჩინეთი კვლავ გერმანიის უმსხვილესი საგარეო სავაჭრო პარტნიორი გახდა. ჩინეთმა ამ მაჩვენებლით -ს გაუსწრო, – ინფორმაციას ამის შესახებ Deutsche Welle ავრცელებს.
გერმანიის სტატისტიკის ფედერალური უწყების მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვრიდან სექტემბრამდე გერმანიაში ჩინეთიდან პროდუქციის იმპორტი 8,5%-ით გაიზარდა 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 124, 5 მილიარდი ევრო შეადგინა. ორ ქვეყანას შორის საერთო სავაჭრო მოცულობამ კი თითქმის 186 მილიარდ ევროს მიაღწია. ამასთან, ჩინეთში გერმანული პროდუქციის ექსპორტი 12,3%-ით შემცირდა და 61,4 მილიარდი ევრო შეადგინა.
2016-2023 წლებში ჩინეთს გერმანიის მთავარი სავაჭრო პარტნიორის სტატუსი ჰქონდა, თუმცა 2024 წელს მისი ადგილი -მა დაიკავა. მიმდინარე წლის იანვრიდან კი ს სატარიფო პოლიტიკის გამო აშშ-ში გერმანული პროდუქციის ექსპორტი შემცირდა და ჩინეთმა ისევ პირველ ადგილზე გადაინაცვლა.
გერმანიის ეკონომიკის ინსტიტუტის, IW-ის ინფორმაციით, აშშ-თან სავაჭრო ომის შედეგად ჩინური კომპანიები თავიანთ ექსპორტს გერმანულ ბაზარზე ამისამართებენ. ამასთან, გერმანიაში ჩინურ პროდუქციაზე ფასები 2025 წლის პირველ ნახევარში 4%-ით დაბალი იყო, ვიდრე ერთი წლით ადრე.
„ეს აჩენს ეჭვს, რომ ჩინური მომწოდებლები ცდილობენ გერმანულ ბაზარზე დემპინგური ფასებით გასვლას“, – ნათქვამია ინსტიტუტის ანგარიშში, რომელიც გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის მომზადდა.
კვლევის თანახმად, ჩინური იმპორტისგან ყველაზე მეტად ავტოინდუსტრია დაზარალდა. 2025 წლის პირველ ნახევარში ჩინეთიდან გერმანიაში ჰიბრიდული ავტომობილების იმპორტი 130%-ზე მეტით გაიზარდა.
1tv.ge

ასევე დაგაინტერესებთ

სებ-ისთვის მნიშვნელოვანია BARTA-ს მსგავსი კონკურსი, რადგან სწორედ სტანდარტებთან შესაბამისობასა და გამჭვირვალობის ხარისხზე შენდება ფინანსური სექტორი და კაპიტალის ბაზარი – ეკატერინე მიქაბაძე