საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირისთვის მზადება დაიწყო. აღნიშნული ტურნირი 2 ეტაპიანია და 2 წლის მანძილზე გრძელდება. მის ფორმატს ქვემოთ გაგაცნობთ, ახლა კი ეროვნული გუნდის პირველ ვარჯიშზე ვთქვათ, რომელიც დღეს, “თბილისი არენაზე”, 11:00 საათზე დაიწყო და 2 საათს გასტანა.
სანაკრებო ფანჯარა ოფიციალურად, ფიბა-ს დადგენილი წესებით 25 ნოემბრიდან იწყება, რაც იმას ნიშნავს, რომ კლუბებს, თუკი ამ თარიღამდე თამაში აქვთ, შეუძლიათ მოთამაშე არ გამოუშვან და ეს ასეც არის. უმეტეს ქვეყნებში, სადაც ჩვენები თამაშობენ, ტურის მატჩები შაბათ-კვირასაა და შესაბამისად – გიორგი შერმადინი, დუდა სანაძე, ბექა ბურჯანაძე, მათე ხატიაშვილი, გიორგი კორსანტია და თად მაკფადენი ნაკრებში 24-25 ნოემბერს ჩამოვლენ. თორნიკე შენგელიას თემა სულ სხვაა. მისი კლუბი, “ბარსელონა”, ევროლიგაში თამაშობს, რომელიც 26 ნოემბერს ფრანგულ “ვილერბანს” მასპინძლობს. ანუ ეს თამაში რომ დაიწყება, ნახევარ საათში საქართველოში უკვე უკრაინასთან მატჩის დღე, 27 ნოემბერი დადგება, რაც ფაქტობრივად წარმოუდგენელს ხდის ჩვენი ნაკრების კაპიტნის თბილისში თამაშზე ჩამოსვლას.
ყველაფერ ამის გათვალისწინებით, გამოძახებული 24 კანდიდატიდან დღევანდელ ვარჯიშზე 12 კალათბურთელი იყო: რატი ანდრონიკაშვილი, ალექსანდრე ფევაძე, ილია ლონდარიძე, ლუკა მაზიაშვილი, ლუკა ლიკლიკაძე, გიორგი ტურძილაძე, ნიკოლოზ გაფრინდაშვილი, სანდრო სანაძე, გუგა პატაშური, გიორგი კობახიძე, რომა ჭინჭარაული და ლუკა კალატოზიშვილი.
მთავარმა მწვრთნელმა, ალეკსანდარ ჯიკიჩმა სხვადასხვა სახის ვარჯიშები ჩაატარა, დასკვნით ნაწილში კი მთელს მოედანზე 5×5 კალათბურთი ათამაშა.
შეგახსენებთ, რომ ჩვენი ნაკრები 27 ნოემბერს უკრაინას მასპინძლობს, ხოლო 30-ში სანტა კრუზ დე ტენერიფეში ესპანეთს დაუპირისპირდება. ეს გახლავთ მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის პირველი ჯგუფური ეტაპის პირველი ფანჯარა. სულ მსოფლიოს ჩემპიონატის ევროპის შესარჩევ ტურნირში 32 ნაკრებია, რომლებიც 8 ჯგუფში შემდეგნაირად არის გადანაწილებული:
A ჯგუფი: დანია, საქართველო, უკრაინა, ესპანეთი.
B ჯგუფი: საბერძნეთი, მონტენეგრო, პორტუგალია, რუმინეთი.
C ჯგუფი: სერბეთი, თურქეთი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, შვეიცარია.
D ჯგუფი: დიდი ბრიტანეთი, იტალია, ისლანდია, ლიეტუვა.
E ჯგუფი: ხორვატია, გერმანია, ისრაელი, კვიპროსი.
F ჯგუფი: ლატვია, პოლონეთი, ნიდერლანდები, ავსტრია.
G ჯგუფი: უნგრეთი, საფრანგეთი, ბელგია, ფინეთი.
H ჯგუფი: სლოვენია, ჩეხეთი, შვედეთი, ესტონეთი.
თითო ჯგუფიდან 3 საუკეთესო გავა და შეიქმნება ახალი ჯგუფები. A ჯგუფის 3 საუკეთესო და B ჯგუფის 3 საუკეთესო ერთ ჯგუფში გაერთიანდება და 2026 წლის აგვისტო-ნოემბერში და 2027 წლის თებერვალში ერთმანეთში ითამაშებენ. თითოეული ჯგუფის 3 საუკეთესოს მეორე ჯგუფურ ეტაპზე ერთმანეთში ნაჩვენები შედეგები გადაჰყვება და მხოლოდ პარალელური ჯგუფის წარმომადგენლებს დაუპირისპირდებიან. მაგალითისთვის, A ჯგუფიდან საქართველო, ესპანეთი და უკრაინა რომ გავიდნენ, მეორე ჯგუფურ ეტაპზე B ჯგუფის (საბერძნეთი, მონტენეგრო, პორტუგალია, რუმინეთი) 3 საუკეთესოს შეხვდებიან. ანალოგიურად დაწყვილდებიან C – D, E – F და G – H ჯგუფების 3-3 საუკეთესო გუნდები. შესაბამისად, მეორე ეტაპზე იქნება 4 ჯგუფი და მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურებს თითოეულის 3 საუკეთესო – მთლიანობაში 12 ევროპული ნაკრები მოიპოვებს.
GBF.GE
მაკფადენი დაბრუნდა – საქართველოს ნაკრების 24-კაციანი შემადგენლობა ცნობილია
“როგორც არ უნდა გამაკრიტიკოს ყველამ, მინდა ეს საჯაროდ ვთქვა” – ვიქტორ სანიკიძემ თორნიკე შენგელიაზე ისაუბრა
გიორგი შერმადინი ნოემბრის მატჩების შემდეგ სანაკრებო კარიერას დაასრულებს
[VIDEO] ზღაპრული თავგადასავალი დასრულდა – საქართველოს ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ევრობასკეტს გამოეთიშა
“როგორც არ უნდა გამაკრიტიკოს ყველამ, მინდა ეს საჯაროდ ვთქვა” – ვიქტორ სანიკიძემ თორნიკე შენგელიაზე ისაუბრა
შედეგმაც არ დააყოვნა – საქართველოს ნაკრები უკვე ფიბას ოცეულშია
“მათი ხასიათი ვიცოდით და სისულელეების კეთებაში ხელი არ შევუშალეთ” – მარკანენმა საქართველოსთან გამარჯვებაზე ისაუბრა
მაკფადენი დაბრუნდა – საქართველოს ნაკრების 24-კაციანი შემადგენლობა ცნობილია
გიორგი შერმადინი ნოემბრის მატჩების შემდეგ სანაკრებო კარიერას დაასრულებს




