ფოტო – თემატური
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე, გუშინ, მათე დევიძის მხარდამჭერ მარშზე 13 ადამიანის დაკავებას ეხმიანება.
მისი თქმით, აქციის მონაწილეების მიერ პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და შსს-ს წარმომადგენლების შეურაცხყოფის მასალები სასამართლოში გადაიგზავნება.
ეს ადამიანები დააკავეს, გუშინ, პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობისა და სამართალდამცველი უწყების წარმომადგენლების შეურაცხყოფისთვის. შესაბამისად, ეს მასალები გადაგზავნილი იქნება სასამართლოში, სადაც ღია სასამართლო სხდომაზე დაცვის და საპოლიციო დანაყოფის წარმომადგენლების მონაწილეობით განხილული იქნება თითოეული მტკიცებულება. შესაბამისად გექნებათ შესაძლებლობა მოისმინოთ ის არგუმენტები, რის გამო დაკავდა თითოეული პიროვნება. არავინ არ უხერგავს ადგილს [აქტივისტებს],” – ამბობს ალექსანდრე დარახველიძე.




