Reuters-ი: ნოვატეკი ჩინეთს თხევად აირს 30-40%-იანი ფასდაკლებით ყიდის

რუსულმა კომპანია ნოვატეკმა, თხევადი ბუნებრივი აირის უმსხვილესმა მწარმოებელმა, აგვისტოდან მოყოლებული, თავისი პროდუქციის ფასები 30-40%-ით შეამცირა, რათა ჩინელი მყიდველები მიიზიდოს ამ პროდუქტის შესაძენად, მიუხედავად Arctic LNG 2-ისთვის დაწესებული სანქციებისა.
ამის შესახებ Reuters-მა 16 ნოემბერს, ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ცნობა.
Arctic LNG 2 შეტანილია როგორც -ის, ასევე ევროკავშირის სანქციების სიაში. ს ადმინისტრაციამ არაერთხელ განაცხადა მზადყოფნა, დაუწესოს მეორადი სანქციები ან გადასახადები იმ კომპანიებსა და ქვეყნებს, რომლებიც აგრძელებენ ენერგიის შეძენას დან ან თავს არიდებენ სანქციებს.
სააგენტო აღნიშნავს, რომ მიმდინარე წლის აგვისტოში ფასის შემცირებამდე, ნოვატეკმა ვერ შეძლო Arctic LNG 2 პროდუქციის მყიდველების პოვნა. თუმცა, 28 აგვისტოს, თხევადი ბუნებრივი აირის პირველი პარტია ჩინეთს მიაწოდეს წყაროს ცნობით, დაახლოებით 30%-იანი ან მეტი ფასდაკლებით.
ანგარიშში არ არის მითითებული, რომელი ჩინური კომპანიები ყიდულობენ თხევად ბუნებრივ აირს ნოვატეკისგან ამ პირობებით.
ფორუმი