ღაზაში მიმდინარე კონფლიქტის მონაწილე მხარეები საერთაშორისო სამართალს არღვევენ, – ამის შესახებ გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა.
„მეომარი მხარეები საერთაშორისო სამართლის იგნორირებას ახდენენ, არღვევენ ჟენევის კონვენციებს და გაერო-ს წესდებასაც კი“, – განაცხადა გუტერეშმა.
გაერო-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ მსოფლიო უყურებს იმას, თუ როგორ იხოცებიან მშვიდობიანი მოქალაქეები, ძირითადად ქალები და ბავშვები.
„მე ვიმეორებ ჩემს მოწოდებას ღაზაში ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტის და იმ პროცესის შესახებ, რომელიც ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული გადაწყვეტით, ისრაელის მოსახლეობასა და პალესტინელებს შორის მდგრად მშვიდობამდე მიგვიყვანს“, – აღნიშნა გაერო-ს გენერალურმა მდივანმა.