საქართველოს ნაკრების ბულგარეთთან (1:2) მარცხის შემდეგ, ვილი სანიოლს პრესკონფერენციაზე ორ საკითხზე ვესაუბრეთ. პირველი მის მიერ წინა დღეებში ნათქვამს ეხებოდა, გუნდთან ვისაუბრე და იციან, კრიზისიდან როგორ გამოვიდეთო (მსგავსი ოთარ კიტეიშვილმაც გაიმეორა) და მეორე, როცა მწვრთნელი ამბობს, დაცვაში ახალი სახეებია საჭირო, სწორება მომავლის გუნდზე მაქვსო და ამ დროს ვეტერანმა გურამ კაშიამ (მის კარიერას პატივისცემა) სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა.
წარმატებამდე, როცა ჩვენ ეროვნულ გუნდს ცუდი პერიოდი ჰქონდა, წერილი ასეთი სათაურით გამოვაქვეყნეთ – “ვეძებთ მიზეზებს ევროპულად.” სამწუხაროდ, ისევ გადაბრალებებისა და საკუთარი პასუხისმგებლობიდან ეფექტურად გამოძრომის დრო დადგა.
დავუშვათ, სანიოლი მართალია, რომ გუნდში სიტუაცია არ არეულა და მას შეგირდებთან სათქმელის მიტანა არ უჭირს, მაშინ შედეგები ასე რომ გაუარესდა, ბიჭებს თურმე მოტივაცია რომ აკლიათ და გარკვეული მენტალური სირთულეებიცაა, ამის ვერშეცვლა მწვრთნელის პრეროგატივა არაა?! ასე ხომ ყველა გუნდისა თუ ნაკრების დამრიგებელს შეუძლია თქვას, მე რა შუაში ვარ, ჩემ საქმეს “პატიოსნად” ვაკეთებ და “მარტო წვრთნა რას უშველისო.” ასე საქმიანი ურთიერთობები არ ლაგდება, არც მხოლოდ წარსულის გამოცდილების გამო ინარჩუნებს ვინმე პოსტს.
ახლა რაც შეეხება მწვრთნელის მხრიდან დანახვას. კი, ზოგიერთ პოზიციაზე საკადრო პრობლემაა, ტოპლიგაში მეტი გვჭირდება და სტაბილურობაც მოგვიხდებოდა, მაგრამ მაშინ ვილი რის ხარჯზე გვპირდება, შემოდგომამდე დავლაგდებითო. გუნდის შესაძლებლობების არ გჯეროდეს და წარმატების გეიმედებოდეს? აქ არაა ლოგიკა, პატივცემულო.
ლოგიკური კი ის იქნება, ფეხბურთელებმა თქვან, მწვრთნელო, რას გვაბრალებთ, რა მენტალილეტი, რა “თავში ავარდნა”, ჩამოვდივართ, მაქსიმიმს ვდებთ და სხვა ჩვენი მოვალეობა არააო. გუნდური სიტუაციის არევა ასე იწყება, მაგრამ ვინმემ არ გაიგოს, ამისკენ მოწოდებას ვაკეთედეთ, უბრალოდ წარსულის გამოცდილებები რაღაცას უკეთ გვაკითხებს. უკვე გავიგეთ, საქმე კონკრეტული ფეხბურთელის ერთგვარ დასჯასთან რომ გვაქვს და ვაი რომ, საქმეში ე.წ. დომინოს პრინციპი არ ჩაირთოს.
არ გვინდა, ეს პერიოდი მხოლოდ მწვრთნელზე გადატყდეს, მაგრამ ფაქტია, ასე მიღწეული გამარჯვებულის მენტალიტეტი სადღაც რომ გაქრა, ამას ვერ გაექცევა; ვერც იმას, ახალ სათამაშო სტილს რომ ვერ მოერგო და ვერც ძველზე დარჩენა წარმოედგნა იდეალურ ვარიანტად. რაც შეეხებათ ბიჭებს, გუნდებიდან უკეთესები რომ დაბრუნდნენ, ჯერ იქ უნდა მოუმატონ, ითამაშონ; შეუძლებელია, წარმატება მხოლოდ რამდენიმე ფეხბურთელზე დამოკიდებული იყოს. ამხელა გულშემატკივრობასა და სიყვარულს მაქსიმალურად უნდა მოუფრთხილდეთ, კრიტიკაც უნდა მიიღოთ და საკუთარ თავზე იმუშაოთ. მთავარია, არ ჩათვალოთ, უკვე ბევრს მივაღწიეთო. მომავალი გვაქვს, შეუძლებელია, ქვეყანას ხვიჩა კვარაცხელია ჰყავდეს და ოპტიმიზმი არ გააჩნდეს.
რაც შეეხება პრესკონფერენციაზე გაჟღერებულ მეორე საკითხს. თუკი ვთანხმდებით, ახალი მცველები უნდა გამოვცადოთო, თუ არა ახლა, უმოტივაციო და თანაც, ოფიციალურ შეხვედრებში, აბა როდის?! ვისზე უნდა აეწყოს ახალი დაცვა?! მაგალითად, ლუკა ლოჩოშვილი ხან ფლანგზეა და ხანაც ცენტრში, მას სათამაშო ადგილი უნდა ჩამოვუყალიბოთ. ასევე, მოტივაციის პრობლემააო და ახალი სახის, ნოდარ ლომინაძეს სავარჯიშოდაც ვერ ვამჩნევდით, სანიოლი მის შეყვანაზეც კი არ ფიქრობდა.
ფრანგმა დამრიგებელმა ასევე უნდა ეცადოს, ბიჭები მაქსიმალურად იქ და იმ ტაქტიკაში ათამაშოს, კლუბებში რომ გამოდიან. ასე მივიღებთ თუნდაც უკეთეს გიორგი გოჩოლეიშვილს.
არ ვიცით, არ ვიცით, მარტისა თუ ივნისის ამხანაგურები რას მოგვცემს, საქმე უფრო სერიოზულადაა, ვიდრე შეიძლება გვეგონოს!..
· გია რა მენტალიტეტი,დაცვა არ ვყავს.ღია კარის პოლიტიკა გვაქვს
· zura222 მარტო ნაცებს არ მოგწონთ ნაკრები და სანიოლი, იმიტო რო ნაცები არ არიან. არადა ცუდათ ნაღდათ არ უთამაშიად გუშინ, უიღბლობა იყო მხოლოთ.
“საქართველოს არ ჰყავს ფეხბურთელი, რომელიც კვარაცხელიას დონეს მიუახლოვდება” – Goal ხვიჩასა და სხვა ვარსკვლავებზე, რომლებიც მუნდიალზე ვერ ითამაშებენ
“საქართველოს არ ჰყავს ფეხბურთელი, რომელიც კვარაცხელიას დონეს მიუახლოვდება” – Goal ხვიჩასა და სხვა ვარსკვლავებზე, რომლებიც მუნდიალზე ვერ ითამაშებენ
[VIDEO] ერიჰა – საქართველოს ნაკრებს ბულგარეთმაც მოუგო!
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?



