მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის ბოლო, მეექვსე ტურში, პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები გასვლაზე ბულგარეთთან 0:2 მარცხდება.
ჩვენმა გუნდმა თავიდანვე შეუტია და გოლი გაუშვა – ლოჩოშვილის შეცდომას დიმიტროვის მიერ საჯარიმოში ჩაწოდება მოჰყვა, სადაც რუსევმა ყველას დაასწრო და მამარდაშვილის კარი დალაშქრა. შემდეგ კვარაცხელიას დარტყმული ბურთი ოდნავ ასცდა მიზანს. სწრაფი კონტრიერიშისას ჩვენი გუნდის დაცვა ორჯერ ჩავარდა, ჯერ რუსევი ლოჩოშვილთან ბრძოლაში წაიქცა და მსაჯმა ბოლო იმედის ჯარიმა არ დააფიქსირა, მალე კი კრასტევმა გაგვიტანა. მწვრთნელმა სანიოლმა შეტევის გასაძლიერებლად მექვაბიშვილი ქვილითაიათი შეცვალა. კიტეიშვილის კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთი კაშიამ ახლო მანძილიდან კარში ვერ გადაგზავნა და პირველი ტაიმი 2:0 დასრულდა.
ბულგარეთი – საქართველო
გოლები: 1:0 რუსევი (10), 2:0 კრასტევი (24)
საქართველო: მამარდაშვილი, გოჩოლეიშვილი, ლოჩოშვილი, კაშია, წიტაიშვილი, კიტეიშვილი, მექვაბიშვილი (ქვილითაია 31), ქოჩორაშვილი, დავითაშვილი, კვარაცხელია, ზივზივაძე
· zura222 ლოჩოშვილი აჭრილია სასწრაფოდ გაიყვანოონ @@@
· იკაიფეთ, ნუ შეხედავთ სერიოზულად)) ღიმილით ვუყურებ, როგორ შეიძლება ამათ და ვოლსკის სერიოზულად უყუროს კაცმა)) სანამ კაშიას ავტოგოლი არ გაატანიეს, არ მოეშვნენ ხიზანა და ვილი.)))
· უფროსი რომ წავაგოთ, მაინც არ გააგდებენ სანიოლს და მის არატრადიციულ ასისტენტს.
· ზაზა უთავმოყვარეო და ღირსების არმქონე ნაკრები. ამ სამარცხვინო ფეხბურთელებს უნდა გახადო ეროვნული მაისურები. 21 წლამდელებზეც იგივე შემიძლია ვთქვა. სრული კატასტროფა. და ამ ნაკრების მწვრთნელზე იძახდა დიდი ,,ჟურნალისტი” ლევან სალუქვაძე ეროვნული ნაკრების მწვრთნელად დავნიშნოთოსასაცილოა სატირალი რომ არ იყოს. 19 წლამდელებიც ვერ გავიდნენ ელიტრაუნდში. მოკლედ სამარცხვინო ფედერაცია და ყველა ნაკრებიც.
· კობი არ შეცვალო ვილი. 😁 ვილი ატ შეცვალო არაფერი. ეკაიფეთ ბებიათქვენს ორივე. მე ნერვებს აღარ ვიშლი. 😁 რა გვიჭირს ტოცა გოლების მანქანა ქვილითაია მოედანზე? 😂😁
· AA სანიოლის მოსვლის დღიდან ვწერ რომ ეს კაცი არ არის მწვრთნელი,ევროპაზე გასვლაც ერთა ლიგის დამსახურებაა. ვაისი ბევრად მაღალი კლასის მწვრთნელი იყო, მხოლოდ ჩაკვეტაძით ბევრად ტაქტიკურ ფეხბურთს ათამაშებდა.. ფინალში კი კვარას და ჩაკვეს გარეშე, უმაყურებლო არენაზე არ გაუმართლა… პანდევს რომ გადაუშენდა გვარის ავტორი თორე დღეს ბევრად კარგი ნაკრები უნდა გვყავდეს.
· Berze Unamusoebis xrova ucxvirpiroebixart sanioli kiara titouli pexburteli gasaxreluxart nakrebidan kaixans vexar vexirsebit versad gasvlass
· RR გულისამრევი ხალხი!
· . სანიოლის მწვრთნელობის კომპეტენტურობა იქ უნდა დასრულდეს როცა ქვილითაია ფეხბურთელად მიაჩნია…… ლოჩოშვილს კიდევ კარგ გუნდში ბურთის მომტანადაც კიარ ავიყვანდი… კაშიაზე აღარაფერს ვიძაი.. ის ორი მცველი რომ გამოიძახა არ ნაა ვარჯიშებზე???თუ რამე შეუძლიათ დაეყენებინათ ძირითადში ამ ორ მოსიარულე მუმიას მაინც აღარ ვნახავდი ნაკრების ცენტრალურ დაცვაში!!!!! ვილი უნდა წავიდეს და გაყვეს რამდენიმე ფეხბურთელი
· ლევანი სულ ვამბობ ხოლმე, ნერვებს აღარ მოვიშლი მეთქი, მაგრამ ეს რა არის ხალხო? ეს რა არის? ვინ მისცა უფლება ქვეყნის შერცხვენის ამათ? ვიიიინ?
· ბს ესეც სანიოლის ბრალია?
· რაგბის ფანი სანიოლი ჩვენი ტრაგედიაა უკვე!
მიქაუტაძემ ვარჯიში დაიწყო და ალბათ, “მალიორკასთან” ითამაშებს
ნაკრები სოფიაში დანაკლისით ჩავიდა | 17 ნოემბრის განრიგი
ხვიჩა კვარაცხელია: ახლა უკეთეს ფორმაში ვარ – დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ
წლის ბოლო მატჩის დღე სატურნირო მოტივაციის გარეშე!..
თურქეთმა ბულგარეთს მოუგო და პირველ ადგილზე გასასვლელად სასწაული სჭირდება




