ზურაბიშვილი: 28 ნოემბერს თავისუფლება, ეროვნული იდენტობა და დამოუკიდებლობა დავიცვათ!

ამ ჩამონათვლიდან თუნდაც ერთს თუ ეთანხმებით, 28 ნოემბერს ქვეყნის სადარაჯოზე დადგებით, რამეთუ დღეს საოკუპაციო ხაზი რუსთაველზე გადის:
– არ ვეგუებით პრემიერის ანტი-ევროპულ გადაწყვეტილებას და ქვეყნის მიზანმიმართულ იზოლაციას, სკენ მიბრუნებას!
– არ ვეგუებით სინდისისა და პოლიტიკური პატიმრების უსამართლო განაჩენებს, მათ დატუსაღებას!
– არ ვეგუებით არცერთ რუსულ კანონს და რუსულ მოდელზე აგებულ რეპრესიულ რეჟიმს, მისი დამონებული მსახურების კორუფციულ სკანდალებს და ქვეყნის ძარცვას!
– ვგმობთ ადამიანებზე ძალადობას-ფიზიკურს, მორალურს თუ ფინანსურს!
– ვგმობთ ანტი-ეროვნულ ანტი-კულტურულ პოლიტიკას, ეფექტური დაცვის ნაცვლად ძეგლების განადგურებას.
– ვგმობთ განათლების ეგრედწოდებულ რეფორმას, ევროპულ საგანმათლებელო სივრცისგან ჩვენს ჩამოშორებასა და ქართველი სტუდენტებისთვის ევროპული უნივერსიტეტების გზის გადაკეტვას.
– ვგმობთ ქვეყნის განვითარების შეჩერებას, რაც პარტნიორების ინვესტიციებისა და დახმარების პროგრამების შეჩერებითაა გამოწვეული.
– ვგმობთ ჩვენი ემიგრანტების მიმართ ახლად მიღებულ დისკრიმინაციულ, უსამართლო და უგონო გადაწყვეტილებას, რომელიც მათთან კავშირს აზიანებს და ქვეყანას ვნებს.
– ვგმობთ ეკოლოგიის, ბუნების, რეკრეაციული ზონების განადგურებას უხარისხო, დაუგეგმავი მშენებლობებისა და კორუპციული სქემების სასარგებლოდ!
– ვგმობთ, ს ინტერესებზე აგებულ და მოსკოვის კარნახით მმართული რეჟიმის ყველა ანტი-ეროვნულ ქმედებას. პირველ რიგში, ნეიტრალიტეტის თემის წამოსაწევად წამოწყებულ კამპანიას!
28 ნოემბერს თავისუფლება, სამართალი, ერთობა, ეროვნული იდენტობა, ნამდვილი მშვიდობა და დამოუკიდებლობა დავიცვათ! მომავალი ჩვენია!