ხვიჩა ყალაბეგაშვილი: და ვითომც არაფერი, მათ ვეუბნებით, რომ ჩვენთვის არ არსებობენ… კი, ყველა ერთად ვეუბნებით, ვისაც ჯერ კიდევ ქართველი გვიწერია პასპორტში…

გამომცემლობა “კალმოსანის” დამფუძნებელი, ხვიჩა ყალაბეგაშვილი:
წლების წინ კახეთიდან მოვდივარ საზოგადო ტრანსპორტით… ერთი ქალი ზის ჩემს წინ, ბევრ ზარს პასუხობს, მივხვდი რომ დიდი ხანი იყო უცხოეთში, ყველას პირდებოდა, წასვლამდე გნახავთო… ერთმა პასაჟმა გამაოცა – არა, არ მინახავს წუხელ ვერ შეძლეს დახვედრა და დღეს უნდა ვეწვიო სიძეს… როგორც ჩანს, გვიან ჩამოფრინდა და კახეთში წავიდა, მეორე დღეს კი აქეთ გამოიქცა შვილის ოჯახის სანახავად, რომელმაც დახვედრა ვერ შეძლო… ზედა სამგირთან გააჩერა ტრანსპორტი… ორი დიდი ჩანთან ჩაიტანა. მძღოლი ეკითხება – საბარგულშიც გააქვს კიდე რამე? ეს ქალი პასუხობს ღიმილით და იმ გულისგამგლეჯავი თვითირონიით, ძლიერევს რომ ახასიათებთ – რას ამბობ, ბიჭო, როგორ არა მაქ, მე კი არა, მაგ ჩანთებს ელოდებიან და რო დამრჩეს შეიძლება არც შემიშვან ჩემ ნაყიდ სახლში… მგზავრებმა გადაიხარხარეს… მე მთელი დღე მომეწამლა…
ყოველ წელს მილიარდობით ემიგრანტების ფულს ჭამს ქვეყანა… ყველა ვჭამთ, ვისაც პირდაპირ არავინ გვიგზავნის ისინიც, რადგან ჩვენი საქმიანობის ნაწილი მათ მიერ არის დაფინანსებული, წინდას ჰყიდი, თუ მანქანის საბურავს, სარესტორნო ბუზნესი გაქვს, თუ სამშენებლო, მოკლედ რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ ემიგრანტების ფული საკმაოდ დიდია… ჩინოვნიკებსაც ეგენი ინახავენ, რადგან ყიველი ღერი სიგარეტი, ყიველი ბითლი ლუდი, ყოველი ლიტრი ბენზინი და წყალი იბეგრება, ამ ბეგარას ხალხი იხდის და ამ ხალხს ემიგრწნტები ინახავენ, ანუ ბიუჯეტზეც ეგენი ზრუნავენ.
ამ ხელისუფლებაზე ვეღარ ვბრაზობ, სხვა სტადია მაქვს აღქმის – მეზიზღება, გული მერევე, როგორც ჩირქრივა…
მე ვბრაზობ აქ დარჩენილ ნაძირლებზე – იცით რამდენია, ვინც წასულებს ეუბნება, ცოტახანს კიდევ დარჩეს, რადგან ბინა დაპატარავდა და კერძო სახლია საყიდელი; შვილმა წელს ჩააბარა და ბებოს ნაყიდი მანქანა დასჭირდება; რამდენი ემიგრანტის ცოლი ინახავს ქმრის საყვარლებს, მათ ჩაცმას, სასტუმროებს, გართობას; რამდენი ემიგრანტი ქალი ინახავს ქმრის ლოთ და ნარკომან ძმაკაცებს; უსინდისო შვილებს, სიძეებს…
იცით რანდენი ქართველი შეიკრავს შუბლს, ხვალ რომ დაურეკონ სახლში ვბრუნდებითო? ბევრი, ძალიან ბევრი…
იცით რამდენი ემიგრანტის ოჯახს აქვს ხმა მიცემული ე.წ. ხელისუფლებისთვის, რადგან მათ ეს მოცემულობა აკმაყოფილებთ – დალეწილ-დაჭერილი ახალგაზრდები მათ არ ეხებათ და უზრუნველი არსებობა, კარგ ცხოვრებას რომ ეძახიან რადგან სხვის ნაჯაფს ხეთქავენ ჰყოფნით…
ე.წ. ხელისუფლება ემიგრანტების სახით, პრობლემას ანეიტრალებს, მათი მხრიდან ეს ლოგიკური და გასაგები გადაწყვეტილებაა, რეჟიმი იმიტომაა რეჟიმი, რომ ის მორალურ და ეროვნულ ღირებულებებს არ ცნობს, მისი სვლები უნდა ემყარებოდეს სისტემის შენარჩუნებას…
სინამდვილეში ემიგრანტებს, საკუთარმა ოჯახის წევრებმა გაუუქმეს ერთადერთი ფორმალური რამ, რაც ქვეყანასთან აკავშირებდათ ,,არჩევანის უფლება”… ლეგიონია იმ ემიგრანტთა ოჯახის წევრების რიცხვი, ვინც ეს წლები ქუჩაში მყოფებს უსამშობლოებს, მოსყიდულებს, უსაქმურებს გვეძახის… წლებია ხალხი სამსახურების მერე დადის აქციებზე… წლებია სამსახურებს ტოვებენ ადამიანები, ვისი ცოდნა, გამოცდილება, ინტელექტი სანთლით საძებარია და არც ქვეყნიდან გარბიან იქ, სადაც ზედ გადაჰყვებიან კვალიფიკაციის გამო…
ადამიანებმა, განსაკუთრებით დედებმა, ცხოვრება დათმეს შვილებისთვის, ქმრებისთვის, ახლობლებისთვის, ყველაზე მთავარი გაიღეს – შინ ყოფნა (გალაკტიონი შემთხვევით არ ამბობს მეტაფორას მონატრების ასახსნელად ,,ვით უბინაოს, ყოფნა ბინაში” უბინაოებმა ვიცით ეს რა სევდაა და ამას დაუმატე ის, რომ სხვაგან ხარ უბინაო) და ახლა როცა სახელმწიფო მათ ერთადერთს ართმევს, ფორმალურად შემორჩენილ ეროვნულობას, ამ გმირმა ხალხმა უნდა უყუროს – მათი ოჯახის წევრები, როგორ ულუფებად ყლაპავენ ამ შემზარავ შეურაცხყოფას, როგორც ეს წლები ყლაპავდნენ მათ ცხოვრებას…
ბოდიში, ვინმეს თუ გული გატკინეთ, ბოდიში ასეთი პირდაპირობისთვის, ვერ შევძელი, რომ არ მეთქვა… ისე მიჭირს უკვე აქ ცხოვრება ამ ჭაობში, ამ ცნობიერება დახშულების, არათანმიმდევრულების, ფარისევლების, ბაბლების და კუდაბზიკების გარემოცვაში, სული მეხუთება უკვე, მაგრამ ისეთი რაღაცნაირი აბნდამატის მაგია აქვს სამშობლოს გააზრებას, იმ ცილოტა ადამიანს ვისაც შენად თვლი, რომ ვერ თმობ და ეს ყველაფერ რაციონალურზე ტკბილი დათმო ამ ხალხმა…
და ვითომც არაფერი, მათ ვეუბნებით, რომ ჩვენთვის არ არსებობენ… კი, ყველა ერთად ვეუბნებით, ვისაც ჯერ კიდევ ქართველი გვიწერია პასპორტში…

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ გურული: 2014 წელს კიევში ჩასულმა კახა ბენდუქიძემ თავიანთი მომავალი უწინასწარმეტყველა უკრაინელებს – თუ თქვენ სასწრაფოდ არ გააკეთებთ ძირფესვიან რეფორმებს, მაშინ მაგ რეფორმებს პუტინი ჩაგიტარებთ ქვემეხებითო

სალომე ზურაბიშვილი მზია ამაღლობელის განაჩენის ძალაში დატოვებაზე – დღესაც არ გამოჩნდა ის ერთი მოსამართლე, რომელიც თავის თავზე აიღებდა იმას, რომ ცოტა უფრო სამართლიანი გადაწყვეტილება მიეღო – ეს არის ქვეყნისთვის ტრაგედია