ნინო ხარატიშვილი: ფაშისტ დუგინსაც აკურთხებინეს ეს გადაწყვეტილება, ლამის ქვეყნის ღალატი დაგვაბრალეს და „უცხო ქვეყნის იურისდიქცია” გავლენას რომ ახდენს ჩვენზე, ისიც მოიყვანეს არგუმენტად

მწერალი ნინო ხარატიშვილი საზღვარგარეთ ემიგრანტებისთვის ხმის მიცემის უფლების დაანონსებულ შეზღუდვას ეხმაურება:
„არჩევანი ისედაც დიდი ხანია აღარ გვაქვს, მაგრამ აწ უკვე მე და ჩემნაირებს, ე.წ. ქვეყნის საზღვრებს გარეთ მყოფ მოქალაქეეებს, ის ოფიციალურადაც წაგვართვეს… ფაშისტ დუგინსაც აკურთხებინეს ეს გადაწყვეტილება, ლამის ქვეყნის ღალატი დაგვაბრალეს და „უცხო ქვეყნის იურისდიქცია” გავლენას რომ ახდენს ჩვენზე, ისიც მოიყვანეს არგუმენტად.
ე.ი. მე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა მაშინებს და მაშანტაჟებს, რომ „ქართულ ოცნებას” ხმა არ მივცე და მეც: შეშინებული, დამფრთხალი, რომ გერმანიამ არ დამჩაგროს და არ გამომაძევოს, ვერ ვიღებ ობიექტურ გადაწვეტილებას, თორე სხვაგვარად რათქმაუნდა „ქართული კოშმარის” ამომრჩეველი ვიქნებოდი!
და ამ „ლოგიკით” არ ისმის კითხვა, თუ რატომ არ უნდა უნდოდეს მმართველ პარტიას ამ აყვავებული ეკონომიკის პერიოდში ჩემი – ამ შემთხვევაში მე და ჩემი „კრებსით ემიგრანტს” გულისხმობს – მამულში დაბრუნება? რატო არ სურს, რომ მე „ამეხილოს თვალი” და „დიფ სთეითმა” გამომაძევოს, რომ მე ნამდვილ სამოთხეში დავბრუნდე: თავისი ბაობაბებით, ზებრებით და პინგვინებით და ვიცხოვრო „ძირძველი” ტრადიციებით? აღარ მომიწიოს „პერვერსი” დასავლეთის კლანჭებში დარჩენა?
თუ მანდ დასაბრუნებელი და მერე ჩემი დასასაქმებელი ფულისთვის, უცხო ქვეყანაში მოხუცებს რომ ვუვლი ან პლანტაციებზე ვმუშაობ ვირივით 24/7 – არ წვდება ჩვენი მძლავრი ეკონომიკის მკლავები? თუ სამოთხე მხოლოდ ოლიგარქისაა? ქვეყანაც?
იქნებ „მძლავრი ეკონომიკის” პარტიამ დიდი ხანია უკვე კონსტიტუციასთან ერთად სახარებაც გადააკეთა და აწ მხოლოდ ამ ფილოსოფიით აპირებს ქვეყანა „სასუფეველში” ადგილის დამკვიდრებას:
„ვინაიდან აქლემი უფრო ადვილად გაძვრება ნემსის ყუნწში, ვიდრე მდიდარი კი არა და „ღატაკი” შევა ღმრთის სასუფეველში?”
ან ალბათ „უცხო იურისდიქციით” გზააბენულ ამომრჩევლებს “ზეციური საქართველოს” იმედზე დარჩენისკენ მოგვიწოდებენ, სანამ მიწიერს – ოლიგარქი ბოლომდე არ შთანთქავს?”, – წერს ის facebook-ზე;

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ გურული: 2014 წელს კიევში ჩასულმა კახა ბენდუქიძემ თავიანთი მომავალი უწინასწარმეტყველა უკრაინელებს – თუ თქვენ სასწრაფოდ არ გააკეთებთ ძირფესვიან რეფორმებს, მაშინ მაგ რეფორმებს პუტინი ჩაგიტარებთ ქვემეხებითო

სალომე ზურაბიშვილი მზია ამაღლობელის განაჩენის ძალაში დატოვებაზე – დღესაც არ გამოჩნდა ის ერთი მოსამართლე, რომელიც თავის თავზე აიღებდა იმას, რომ ცოტა უფრო სამართლიანი გადაწყვეტილება მიეღო – ეს არის ქვეყნისთვის ტრაგედია