საია: ინიციატივა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ ს საყოველთაობის პრინციპს

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ეხმაურება „ოცნების“ ინიციატივას, რომლის მიხედვითაც უცხოეთში მყოფი მოქალაქეები არჩევნებზე ხმას საზღვარგარეთ ვეღარ მისცემენ. ორგანიზაცია ამბობს, რომ ინიციატივა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ ს საყოველთაობის პრინციპს.
„საზღვარგარეთ ხმის მიცემის შესაძლებლობა ქვეყნის ფარგლებს გარეთ მცხოვრებ მოქალაქეებს საშუალებას აძლევს, განაგრძონ თავიანთი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობა მიუხედავად იმისა, რომ ისინი ფიზიკურად არ იმყოფებიან ქვეყნის ტერიტორიაზე. არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა უზრუნველყოფს მოქალაქეების მიერ სამშობლოსთან კავშირის შენარჩუნებას, მიუხედავად გეოგრაფიული, ეკონომიკური თუ პოლიტიკური გარემოებებისა.
აღნიშნული საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელობას იძენს საქართველოს შემთხვევაში, რადგან ემიგრაციაში მყოფი მოქალაქეების რაოდენობა დიდია და მუდმივად იზრდება. ისინი ქვეყანაში დარჩენილ ოჯახებს მნიშვნელოვან ფინანსურ მხარდაჭერას უწევენ და ამდენად მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაში“, – აცხადებს ორგანიზაცია.
საია აცხადებს, რომ ქვეყნების რიცხვი, რომლებიც თავიანთ მოქალაქეებს საზღვარგარეთ ხმის მიცემის უფლებას აძლევენ, მზარდია და ამის პარალელურად, საქართველოს მოქალქებითვის ამ შესაძლებლობის წართმევა დაუშვებელია.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ გურული: 2014 წელს კიევში ჩასულმა კახა ბენდუქიძემ თავიანთი მომავალი უწინასწარმეტყველა უკრაინელებს – თუ თქვენ სასწრაფოდ არ გააკეთებთ ძირფესვიან რეფორმებს, მაშინ მაგ რეფორმებს პუტინი ჩაგიტარებთ ქვემეხებითო

სალომე ზურაბიშვილი მზია ამაღლობელის განაჩენის ძალაში დატოვებაზე – დღესაც არ გამოჩნდა ის ერთი მოსამართლე, რომელიც თავის თავზე აიღებდა იმას, რომ ცოტა უფრო სამართლიანი გადაწყვეტილება მიეღო – ეს არის ქვეყნისთვის ტრაგედია