უკრაინაში აშშ-ის ელჩი რუსების მიერ ოდესისა და ხარკოვის დაბომბვას ეხმაურება

უკრაინაში -ის ელჩი რუსების მიერ ოდესისა და ხარკოვის დაბომბვას გამოეხმაურა. „ ყოველდღიურად მთელი უკრაინის მასშტაბით მშვიდობიანი მოსახლეობის, საცხოვრებელი სახლებისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის მიმართულებით რაკეტებს ისვრის – გუშინ ღამით, ოდესასა და ხარკოვში. როგორც სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა აღნიშნა, თუ პუტინს ეს შერჩება, იგი ში არ გაჩერდება“, – წერს უკრაინაში აშშ-ის ელჩი, ბრიჯიტ ბრინკი X-ზე.
შეგახსენებთ, დღეს ღამით, რუსებმა ოდესა და ხარკოვი დაბომბეს. რუსების თავდასხმის შედეგად, ოდესაში საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა და სამი ადამიანი დაშავდა, ხოლო ხარკოვში ერთი ადამიანი დაიღუპა და 17 დაშავდა.

ასევე დაგაინტერესებთ