დონალდ ტუსკი – რკინიგზის მარშრუტზე დივერსიული აქტების მოწყობაში ეჭვმიტანილები უკრაინის მოქალაქეები არიან, რომლებიც რუსეთის სადაზვერვო სამსახურებთან თანამშრომლობდნენ

რკინიგზის მარშრუტზე დივერსიული აქტების მოწყობაში ეჭვმიტანილები უკრაინის მოქალაქეები არიან, რომლებიც რუსეთის სადაზვერვო სამსახურებთან თანამშრომლობდნენ, – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
დონალდ ტუსკის ცნობით, გამოძიებამ კვირას, ვარშავა-ლუბლინის სარკინიგზო მარშრუტზე მოწყობილი დივერსიული აქტების უკან მდგომი ორი პირის ვინაობა დაადგინა.
ტუსკის განცხადებით, ორივე ეჭვმიტანილი უკრაინის მოქალაქეა, რომლებიც პოლონეთში ბელარუსიდან გადავიდნენ და რუსეთის სადაზვერვო სამსახურებთან ერთად მუშაობდნენ.
„შესაძლოა, ეს ინციდენტები უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ ყველაზე სერიოზული იყოს, რომლებიც პოლონეთის ეროვნულ უსაფრთხოებას უკავშირდება“, – განაცხადა დონალდ ტუსკმა.
პოლონეთის პრემიერმა აღნიშნა, რომ დივერსიული აქტების მოწყობის შემდეგ ეჭვმიტანილები ბელარუსში დაბრუნდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

მალგოჟატა გოშევსკა – თბილისს უნდა მოვუწოდოთ, ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს, რაც შეიძლება სწრაფად, კანონები, რომლებიც ბუნებით რეპრესიულია, გაიწვიოს – ეს ქვეყანა კარგ და ჯანმრთელ მომავალს იმსახურებს, ევროკავშირი ვალდებულია, დაეხმაროს

მარკეტა გრეგოროვა – ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა უპასუხოს გამიზნული სანქციებით პასუხისმგებელ პირებს საქართველოში, არ მადარდებს, თუ წევრი ორი ქვეყანა ბლოკავს, დანარჩენი 25 ქვეყანა? – რა უშლის მათ ხელს?