ანდრიუს კუბილიუსი – საქართველოს შეუძლია დაუბრუნდეს გაფართოების პროცესს, რა თქმა უნდა, თუ ქვეყანაში ცვლილებები მოხდება

როგორ შეგვიძლია საქართველოს დავეხმაროთ? უპირველეს ყოვლისა, ვიტყოდი, რომ მოლდოვას, მონტენეგროს, დასავლეთ ბალკანეთისა და უკრაინის რაც შეიძლება სწრაფი გაწევრიანებით. ჩვენ ასევე შეგვიძლია დავეხმაროთ საქართველოს, რადგან ეს იქნება დამაჯერებელი არგუმენტი, რომ გაფართოება მართლა ხდება, – ამის შესახებ ევროკომისარმა თავდაცვის საკითხებში, ანდრიუს კუბილიუსმა ევროკავშირის გაფართოების ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე განაცხადა.
კუბილიუსს დაუსვეს შეკითხვა, როგორც შეუძლია ევროკავშირს, დაეხმაროს საქართველოს.
„საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ზოგიერთი ოლიგარქი, ან როგორც შეგვიძლია ვუწოდოთ მათ, საქართველოსა და სხვა ქვეყნებში გზავნიდნენ მესიჯებს: დაივიწყეთ გაფართოების შესახებ, რადგან ეს საერთოდ არ მოხდება. ახლა ჩვენ შეგვიძლია, ძალიან მკაფიო არგუმენტი, მტკიცებულება მოვიყვანოთ, რომ გაფართოება მოხდება და საქართველოს შეუძლია დაუბრუნდეს გაფართოების პროცესს, რა თქმა უნდა, თუ საქართველოში ცვლილებები მოხდება“, – განაცხადა კუბილიუსმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მახაშვილი – ჩვენი სურვილია, საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება იანვრისთვის მიიღოს – რადგან სარჩელი რადიკალურად არ იცვლება, იმედი გვაქვს, სასამართლოს დამატებით დრო არ დასჭირდება

ლაშა წიკლაური: რომ არა ვილი სანიოლი, გიორგი გვესელიანის შესახებ დღეს საქართველოს მონახლეობის 99.9%-ს არაფერი ეცოდინებოდა, რადგან ის იქნებოდა ფეხბურთელი, რომელსაც ეროვნულ ნაკრებში ერთი მატჩიც არ ექნებოდა ჩატარებული