პროკურატურაში მამუკა ბახტაძის აპარატის ყოფილი უფროსი იკითხება

პროკურატურაში მამუკა ბახტაძის აპარატის ყოფილი უფროსი იკითხება
თბილისის პროკურატურაში ყოფილი პრემიერმინისტრის, მამუკა ბახტაძის აპარატის ყოფილი უფროსი გიორგი ჭოლაძე იკითხება – ინფორმაციას ტვ პირველი ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, ჭოლაძე 20 ივნისის აქციის საქმესთან დაკავშირებით იკითხება.
2019 წლის 20 ივნისის აქციის დარბევისა და ჩორჩანას საგუშაგოს ჩადგმასთან დაკავშირებით, 12 ნოემბერს გიორგი გახარიას წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. მას ბრალდება სსკ-ის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „მ“ ქვეპუნქტით და 333-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინა, რაც სასჯელის 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ემიგრაციაში მყოფ ყოფილ პრემიერს აღკვეთის ღონისძიების სახით, ორივე საქმეზე ცალ-ცალკე, დაუსწრებლად შეეფარდა პატიმრობა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მახაშვილი – ჩვენი სურვილია, საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება იანვრისთვის მიიღოს – რადგან სარჩელი რადიკალურად არ იცვლება, იმედი გვაქვს, სასამართლოს დამატებით დრო არ დასჭირდება

ლაშა წიკლაური: რომ არა ვილი სანიოლი, გიორგი გვესელიანის შესახებ დღეს საქართველოს მონახლეობის 99.9%-ს არაფერი ეცოდინებოდა, რადგან ის იქნებოდა ფეხბურთელი, რომელსაც ეროვნულ ნაკრებში ერთი მატჩიც არ ექნებოდა ჩატარებული