ემიგრანტებისთვის არჩევნებში მონაწილეობის უფლების ჩამორთმევა – “ქართული ოცნების” მორიგი პოლიტიკური მანიპულაცია და უფლებების ფართომასშტაბიანი შეზღუდვა – სოციალური სამართლიანობის ცენტრი

ემიგრანტებისთვის არჩევნებში მონაწილეობის უფლების ჩამორთმევა – “ქართული ოცნების” მორიგი პოლიტიკური მანიპულაცია და უფლებების ფართომასშტაბიანი შეზღუდვა – სოციალური სამართლიანობის ცენტრი
სოციალური სამართლიანობის ცენტრი განცხადებას აქვეყნებს:
გუშინ, 17 ნოემბერს, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პარლამენტში დაინიციირდა განახლებული საარჩევნო კოდექსის კანონპროექტი, რომელშიც ყველაზე მძიმე ცვლილება უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების მიერ საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემის უფლების ფაქტობრივ ჩამორთმევას უკავშირდება.
სოციალური სამართლიანობის ცენტრის შეფასებით, აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა ერთ-ერთი უმძიმესი ნაბიჯია საქართველოს დემოკრატიული უკუსვლისა და ქვეყანაში ავტორიტარიზმის კონსოლიდაციის პროცესში, რომელიც კონსტიტუციისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების საწინააღმდეგოდ და „ქართული ოცნების“ კონსპირაციული და ანტიდასავლური პროპაგანდისტული ნარატივების საფუძველზე, ფაქტობრივად, აუქმებს უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების მიერ აქტიურის საარჩევნო უფლებით სარგებლობას. ეს ინიციატივა უარყოფს ემიგრაციაში მყოფი ჩვენი მოქალაქეების უმნიშვნელოვანეს ჩართულობას საქართველოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში და კიდევ ერთ უმძიმეს დარტყმას აყენებს ქვეყნის დემოკრატიულ მომავალს

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი – დენის ფასის ზრდაში სერიოზული წილი აქვს ბიტკოინების მაინინგის საწარმოებისთვის გამოყოფილ უფასო ენერგეტიკას – სულ უფრო და უფრო იზრდება ქვეყნის დამოკიდებულება რუსულ იმპორტზე

თენგო თევზაძე – აშშ-ს კავკასიაში სჭირდება სიმყარე, ივანიშვილმა კი დაიკავა ირანის, ტერორისტების მხარე – აშშ-ს წარმომადგენელი იყო ჩამოსული, გუშინ სანქციები გაგრძელდა, დღეს რუბიოს ზარი შედგა – „ქართული ოცნებისთვის“ ეს იყო ცუდი ზარი, ხაფანგში გაება